თამაშგარე

11:38 | 3.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

როსია, დიეგო და ბულაჩაურელი ყასაბი

ორი რამაა ჩვენს სამყაროში გაურკვეველი და შეუცნობელი. მთელს კაცობრიობას ვერ გაუგია, ბოლოს და ბოლოს, მოხვდება თუ არა პარლამენტში შალვა ნათელაშვილი და რამდენჯერ დაშორდა და რამდენჯერ შეურიგდა დიეგო მარადონა თავის გულისსწორს, როსია ოლივას.

თუკი პირველ შემთხვევაში, მომავალი ბევრ რამეს ცხადყოფს, ნამდვილად ვერ ვიტყვით მომავალში კიდევ რამდენჯერ იჩხუბებენ პუტკუნა დიეგო და მისი ასევე გვარიანად ფერხორციანი გულისსწორი, რომელმაც როგორც ჩანს კარგად შეიტკბო მარადონას ხასიათის შტრიხები და დიეგოს ჯიგარი ხელში ბულაჩაურელი ყასაბივით უჭირავს.

როგორც ბულვარული პრესა იუწყება, გასულ შემდგომაზე ნაჩხუბარი და ერთმანეთთან ძაღლი-კატასავით გადაკიდებული დიეგო მარადონა და როსია ოლივა შესაძლებელია კვლავ შერიგდნენ და არც ისაა გამორიცხული, რომ ოფიციალურადაც კი იფსკვნან ჯვარიო. ჯვრისწერა თორემ ახლა ან ერთსა და ან მეორეს ნერვიულობით მუხლები არ მოეკვეთოთ “ჰო”-ს თქმისას.…

0.197531