ქართველმა მოჭადრაკე ბაადურ ჯობავამ (2676) მოსკოვში დაწყებულ “აეროფლოტ ოუფენზე” მე-2 პარტია ჩაატარა და ამჯერად, თეთრი ფიგურებით ჩინელ იინგლუნ ქსუს (2518) დაუზავდა.
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ბაადურს მარცხი შეემთხვა. ამდენად, მას აქტივში მხოლოდ 0.5 ქულა აქვს და 86 მონაწილეს შორის მხოლოდ 62-ე ადგილზეა. 3 მარტს ჯობავა შავებით ითამაშებს, მისი მეტოქე კი უკრაინის სახელით მოთამაშე ელდარ გასანოვი (2503) იქნება.
2 ტურის თავზე მაქსიმალური შედეგით 5 მოჭადრაკე ლიდერობს: ფრანსისკო პონს ვალეხო (ესპანეთი, 2677), ევგენი ნაიერი (რუსეთი, 2664), იანგ ვენი (ჩინეთი, 2609), ტიგრან პეტროსიანი (სომხეთი, 2607) და ალეკსეი გოგანოვი (რუსეთი, 2575).