კალათბურთი

1:24 | 3.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 9 ქულა მოგებულ მატჩში

გოგა ბითაძის “მეგა ლეკსმა” სერბეთის კადეტთა სუპერლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა და ნოვი სადის “სპორტს ვორლდს” 70:51 სძლია. თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელის კლუბმა 14 ქულის სხვაობით მოიგო.

ბითაძემ “მეგა ლეკსს” 9 ქულა და 5 მოხსნა შესძინა, საუკეთესონი კი მიშკოვიჩი (19 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი) და ნეჯელკოვიჩი (16 ქულა, 11 მოხსნა) იყვნენ.

“მეგა ლეკსი” 4 მოგებით და 3 მარცხით სუპერლიგაში მე-3 ადგილზეა და მხოლოდ სერბულ გრანდებს “ცრვენა ზვეზდას” (6 მოგება) და “პარტიზანს” (5 მოგება) ჩამორჩება. ბითაძის კლუბი მომდევნო მატჩს 8 მარტს “მლადოსტთან” გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088818