ფეხბურთი

23:51 | 2.03.2016 | ნანახია NaN - ჯერ

ქართული ლეგიონი ოთხშაბათს (+VIDEO)

გიორგი ჭანტურიამ კვლავ შეუცვლელად ითამაშა “დუისბურგში” და მისმა გუნდმა გასვლაზე ფრეს მიაღწია “ფრანკფურტთან” – 3:3. “დუისბურგი” მეორე ბუნდესლიგაში ბოლო ადგილზეა, თუმცა ლიგაში დარჩენის შანსი კიდევ აქვს. ჭანტურია გუნდში ყველაზე აქტიური იყო, საგოლე პასი გააკეთა და რამდენიმე მწვავე შეტევაც განახორციელა.
კვიპროსზე თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა აპოელ-მა სტუმრად 1:0 აჯობა “აპოლონს”, ლიდერია და ერთი ქულით უსწრებს აეკ ლარნაკას. ირაკლი მაისურაძის “ანორთოსისმა” “პარალიმნის” 2:0 მოუგო და მესამეზეა, ქართველმა საყრდენმა კი 90 წუთი ითამაშა. “ანორთოსისი” 10 ქულით ჩამორჩება აპოელ-ს.
“პაფოსმა” გასვლაზე 3:1 აჯობა “დოქსას” და მეათეზეა. “პაფოსში” სრულად გაისარჯა ლევან ხმალაძე და გაფრთხილებაც მიიღო. “ეთნიკოსმა”, სადაც სამი ქართველია, 2:2 დაასრულა მატჩი “ნეა სალამისთან” და მე-11 პოზიციაზეა. რევაზ ბარაბაძე სასტარტოში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს, შოთა გრიგალაშვილი მეორე ტაიმის დასაწყისში შეიყვანეს და 10 წუთში ტრავმის გამო შეცვალეს. ელგუჯა გრიგალაშვილი კი სათადარიგოებში დარჩა. “ეთნიკოსიდან” ერთი გოლი თბილისის “დინამოს” ყოფილმა ფეხბურთელმა, ესპანელმა კარლეს კოტომ გაიტანა.
უკრაინაში, თასის მეოთხედფინალის პირველ მატჩში ჯაბა ლიპარტიას “ზორიამ” გასვლაზე 1:1 ითამაშა “ვოლინთან”. ლიპარტია სასტარტოში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს. “შახტარმა” კი სტუმრად 4:0 სძლია “ვორსკლას”. გიორგი არაბიძე განაცხადში არ ყოფილა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:50 | 03.12.2014
braziliano84 (1301)

იმედია დაიტოვებენ და მიეცემა თამაშის შანსი...

18:29 | 02.12.2014
xixata (156)

რამდენმა ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა დაამთავრა საფეხბურთო კარიერა გუნდის ძებნაში,სამწუხაროა.

17:51 | 02.12.2014
Depor (35)

ააშენებს ქვეყანას

15:03 | 02.12.2014
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

0.065551