კალათბურთი

23:31 | 2.03.2016 | ნანახია 1197 - ჯერ

,,ა“ ლიგაში ,,ვითა“ შეუჩერებელია

,,ა“ ლიგის მორიგ ტურში ერთმანეთს ლიდერთა შორის მყოფი ,,ვითა“ და ,,წყალტუბო“ დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რომლებიც პირველი მეოთხედის შემდეგ 10 ქულით 24:14 დაწინაურდნენ. მეორე მეოთხედში ,,წყალტუბო“ გააქტიურდა და ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა. მეორე ტაიმში უპირატესობას ისევ ,,ვითა“ დაეუფლა, რომელმაც დიდი ანგარიშით 68:55 შეძლო მეტოქის დამარცხება.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 19 ქულა ,,წყალტუბოს“ უკრაინელმა ლეგიონერმა უკანახაზელმა სერგი ალფოროვმა დააგროვა. ,,ვითელთა“ შორის ყველაზე შედეგიანი ამერიკელი უანახაზელი ანდრე ჯონსი იყო, რომლის ანგარიშზეც 15 ქულაა.
მართალია, ,,ვითას“ ,,წყალტუბოზე“ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მაგრამ ამ გამარჯვების შემდეგ მაინც გადაასწრო და მეორე ადგილზე იმყოფება. ისიც ვთქვათ, რომ ,,ვითას“ ორი ქულა აქვს დაკლებული.

,,ვითა“ - ,,წყალტუბო“ 68:55 (24:14, 17:23, 14:9, 13:9)


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:09 | 03.03.2016
BEERTRANCE (97819)

აუფ შეუჩერებელი ყოფილან თურმე ეგ მეჭიაურების და ტოფაძეების ჩამოსხმა.

09:46 | 03.03.2016
Zura Papukashvili (31)

Komagi 555 getanxmebi kanoni kvela gundisatvis erti unda ikos vita cina tamashebi 4 legionerit itamasha exla getkvian cesrigshia kvelaferi radgan tomansoni zenitshi gadavida jer kakatburtelis gadmobirebis sakme shemdeg es sakme kanonikvelastvis erti ar ikneba arc chempionatis done aicevs magla

11:37 | 03.03.2016
qomagi555 (259)

მერე რა რომ გადავიდა ზენიტში... დებულებაში წერია, რომ 16-კაციან განაცხადში არ უნდა იყოს 3-ზე მეტი ლეგიონერი, ანუ ერთი გუნდის მაისურით არა აქვს უფლება ა ლიგაში 3-ზე მეტმა ლეგიონერმა ითამაშოს და განაცხადის მიღებიდან იქ ახალი მოთამაშის დამატებაც აკრძალულია.
ვერაფერს ვერ იტყვიან, იმიტომ რომ იციან თვითონაც კარგად რომ დარღვეულია დებულება ვითასგან მაგრამ თვალებს ხუჭავენ.
ვითას ერთ-ერთი დამფუძნებელი მე არ ვიცი ზუსტად მაგრამ როგორც levani82 ამბობს ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ყოფილა და აბა თავის თავს ხომ არ დასჯის...
ფედერაცია კი არა "გვერძე სოფლის გამეობა" და "ბოსტანია" რა...

00:46 | 03.03.2016
levani82 (41682)

ვ ი თ ა მაგარი უ ნ ა მ უ ს ო და ს ა მ ა რ ც ხ ვ ი ნ ო გუნდია

00:08 | 03.03.2016
qomagi555 (259)

სტატიის ავტორო ჟურნალისტი თუ ხარ ნამდვილი არ გინდა გაარკვიო რა ხდება?
ა ლიგაში რომ თამაშობს ვითა, ა ლიგის დებულებაში, რომელიც ფდერაციის საიტზე დევს წერია რომ გუნდს ა ლიგაში უფლება აქვს განაცხადში შეიყვანოს მხოლოდ 3 უცხო ქვეყნის მოთამაშე აი დებულება:stripslashes((strlen('http://superleague.ge/pdf/aliga.pdf')>0?' http://superleague.ge/pdf/aliga.pdf':' http://superleague.ge/pdf/aliga.pdf'))
ა ბატონო დებულებიდან ამონაწერი:
7.1.1 გუნდს (16 კაციანი) განაცხადში შეუძლია ჰყავდეს მაქსიმუმ 3 (სამი) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშე.
7.1.1.2 მატჩის მსვლელობისას გუნდს მოედანზე შეიძლება ერთდროულად ჰყავდეს 2 (ორი) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშე
ვითას კი განაცხადში 4 ჰყავს: ჯონსი, სტარატელევი, ტომასი და ანიკიენკო ))) აი ვითას გუნდის ლინკი და თქვენ თვითონ ნახეთ:stripslashes((strlen('http://a-league.ge/ge/club/?tmp=110')>0?' http://a-league.ge/ge/club/?tmp=110':' http://a-league.ge/ge/club/?tmp=110'))
ა ლიგის ოფიციალურ საიტზე არის ვითას 16 კაციანი განაცხადი ოთხი ლეგიონერით.
მე რიგითი გულშემატკივარი გეკითხებით თქვენ ჩემი აზრით დამოუკიდებელ ჟურნალისტს რატომ ხუჭავს თვალს ფედერაცია ვითას მიერ დებულების დარღვევაზე?
არ გაინტერესებთ ჟურნალისტებს?
თუმცა თქვენ ჟურნალისტობა ალბათ ის გგონიათ მხოლოდ რომ ვითამ წყალტუბოს რომ მოუგო თურმე შეუჩერებელია ))))) რაღა გვიჭირს ))) წყალტუბოსთან მოუგია )))))))))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.064069