,,ა“ ლიგაში მოასპარეზე გუნდებიდან თსუ და სეუ პირველ ოთხეულში მოხვედრისათვის იბრძვიან, რაც მომავალი სეზონისათვის დაფინანსების გარანტიას იძლევა. საინტერესო იყო თსუ-სეუ-ს დღევანდელი შეხვედრა, რომლებსაც მანამდე ერთმანეთისაგან ერთი ქულა აშორებდათ. მდევრის როლში თსუ იყო. მოგების შემთხვევაში სეუ-ს პირველ ოთხეულში ადგილი თითქმის გარანტირებული ჰქონდა, ხოლო თსუ-ს დასახული მიზნის მიღწევა ძალიან გაუჭირდებოდა.
შეხვედრა სეუ-ს უპირატესობით დაიწყო, რომელმაც პირველი მეოთხედი თერთმეტქულიანი სხვაობით - 20:9 მოიგო. ეტყობა, სეუ-ს კალათბურთელებმა ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვება, მოეშვნენ, ამით ისარგებლა თსუ-მ, რომელმაც ხელთ იგდო უპირატესობა და არამარტო გაათანაბრა ანგარიში, არამედ წინ გასვლაც მოახერხა. მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც თსუ-მ 25:5 მოიგო. მატჩის საბოლოო ანგარიშია 69:57 თსუ-ს სასარგებლოდ.
შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი თსუ-ს უკანახაზელმა ვასილ ბერუაშვილმა აჩვენა, რომელმაც 20 ქულა, 13 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. სეუ-ს მხრიდან ყველაზე შედეგიან ცენტრალურ თავდამსხმელ არჩილ პულუზაშვილის ანგარიშზე 17 ქულაა.
თსუ-სეუ 69:57 (9:20, 18:16, 25:5, 17:16)