ჩოგბურთი

22:34 | 2.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა და მისი მეწყვილე ფავორიტ ჩინელებთან დამარცხდნენ

ქართველი ოქსანა კალაშნიკოვა და ტაივანელი კაი-ჩენ ჩანგი მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა და ტაივანელმა ჩოგბურთელებმა პირველ რაუნდში რუს ვალენტინა ივახნენკოს და ბელარუს ლიძია მაროზავას 7:6 (7:5), 6:4 სძლიეს, დღეს კი პირველ ნომრად განთესილ ჩინურ დუეტს (ჩენ ლიანგი-იაფან ვანგი) დიდი ბრძოლა გაუმართეს, თუმცა, 6:4, 3:6, 5:10 დამარცხდნენ.

კალაშნიკოვამ და ჩანგმა კუალა-ლუმპურში 60-60 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს.

0.118843