ჩოგბურთი

21:31 | 2.03.2016 | ნანახია NaN - ჯერ

გორგოძე ერთეულთა ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ბრაზილიურ კამპინასში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ერთეულთა შეჯიბრს გამოეთიშა.

გორგოძემ კვალიფიკაცია წარმატებით დასძლია, ძირითად ბადეში კი ესპანელ პაულა ბადოსა გიბერტთან 0:6, 6:4, 4:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ წყვილთა ტურნირში გორგოძე და სოფო შაფათავა მე-2 ნომრად არიან განთესილნი და მეოთხედფინალში თურქებს – აკსუს და სეზერს ეთამაშებიან.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.065426