ფეხბურთი

21:05 | 2.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჟარდელმა “ბენფიკასთან” გაახანგრძლივა

ბრაზილიელმა მცველმა ჟარდელმა ლისაბონის “ბენფიკასთან” კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია პორტუგალიური გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი “არწივების” რიგებში 2011 წელს ჩაირიცხა და მასშემდეგ ჩატარებულ 157 მატჩში თავი 7 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოჩინა. მიმდინარე სეზონში მცველმა 32 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.115478