2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში, საქართველოს ნაკრები 12 მარტს სოჭის ცენტრალურ სტადიონზე რუსეთს ეწვევა. მასპინძლებმა უკვე დაიწყეს ამ შეხვედრისთვის მზადება, ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების მობილიზება.
„რუსეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება ყველაზე პრინციპულია რაგბი ევროპის ჩემპიონატში. ამ თამაშისთვის, მიუხედავად სატურნირო მდგომარეობისა, გუნდის მთავარი მწვრთნელები მუდამ ოპტიმალური შემადგენლობით თამაშობენ“ - წერია რუსეთის რაგბის კავშირის ოფიციალურ განცხადებაში.
ამ განცხადების მიხედვით ირკვევა, რომ მიუხედავად საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი პროგრესისა და გასულ შაბათს „დათვების“ 0:30 მარცხისა რუმინეთში, ასევე აქამდე გამართული ურთიერთშეხვედრების ისტორიისა (19 მატჩში ქართველებმა 17 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ), რუსეთს 23-წლიანი „დანავსული“ სერიის დასრულების და გამარჯვების იმედი აქვთ:
„თავი რომ დავანებოთ სატურნირო მდგომარეობას, ალექსანდრ პერვუხინის შეგირდებისთვის ქართველებთან გამარჯვება უკიდურესად მნიშვნელოვანია. რუსეთის ნაკრების თავკაცი ახლა იწყებს იმ გუნდის შენებას, რომელიც გაისად 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპში ჩაერთვება. საქართველოსა და რუსეთს შორის გამართული მატჩების სტატისტიკაც ჯერჯერობით ჩვენს მხარეს არაა - მხოლოდ ერთი მოგება 19 შეხვედრაში და ისიც 1993 წლის 24 მაისს. მაგრამ ყველა სერია ადრე თუ გვიან სრულდება. რატომ არ უნდა შეწყვოტონ „დათვებმა“ ის 2016 წლის 12 მარტს სოჭში?“...
რუმინეთთან განცდილი მარცხის შემდეგ, გულშემატკივრებს იმედი გუნდის კაპიტანმა ვასილი არტიომოვმაც მისცა - „რუმინეთთან მარცხისგან დასკვნებს გამოვიტანთ და მომდევნო მატჩისთვის საჭირო ცვლილებებს განვახორციელებთ“ - მომდევნო მატჩი კი, სწორედ 12 მარტს, საქართველოსთანაა.
უფრო ენაწყლიანი იყო იური კუშნარიოვი, რომელსაც საქართველოსგან არაერთი მწარე მარცხი უგემია:
„რუმინეთთან ის შედეგი ვერ მივიღეთ, რასაც ველოდით. ვერ შევინარჩუნეთ ბურთი და დავუშვით უამრავი შეცდომა. არასწორმა გადაწყვეტილებებმა მრავალფაზიანი შეტევების ლოგიკურ დასრულებამდე მიყვანის საშუალება არ მოგვცა. დაცვაში იდეალურად არ გვითამაშია, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც შეიძლებოდა თამაშის მოგება. უფრო დიდი პრობლემა, შეტევაში პასიურობა იყო. ახლა სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაზე ვმუშაობთ და საქართველოსთან მატჩში სულ სხვა ხარისხის დაცვით და შეტევით ვითამაშებთ. ბურთი მეტად უნდა ვაკონტროლოთ და სრული 80 წუთის განმავლობაში შევასრულოთ საკუთარი საქმე“.
გუნდის მთავარი მწვრთნელი პერვუხინი კვლავ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე და „გადაწვაზე“ საუბრობს. ის იმედოვნებს, რომ გუნდს დაემატება ანდრეი ოსტრიკოვი, რომელკთანაც წინასწარი შეთანხმება შედგა. „დათვებს“ პრობლემა აქვთ მარცხენა ბურჯის პოზიციაზე, რადგან აზამატ ბიტიევმა წითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია, ხოლო ალექსეი ვოლკოვი დაშავდა და მათ ნაცვლად მწვრთნელს ახალი ბურჯის მოძებნა მოუწევს.
წყარო - www.worldrugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლილარდს არ გამაზავს მეფე და გაისად გაიკეთებს მეხუთე ბეჭედს. დარწმუნებული ვარ მოაყომარებენ მაგ ამბავს ელეიში!
გამიტყდა ბერძენის დალეწვა მიუედავად იმისა რო მაგრა მკიდია ეგ ცხოველი, რა წონა ექნება ესეთ ბეჭდებს როცა ყველა ილეწება, მაგრამ ლიჟბი იმ ასომ არ მოიგოს გენერალს რო ეძახიან.
იასნია რომ ბეჭედი უნდა დეიმთაიმს და პორტლენდზე უარეს გუნდში არანაირად არ წავა.ახლა გააქტიურდება ლეიკერსიც და სხვებიც ვისაც ჩემპიონობაზე აქვთ პრეტენზია ბრუკლინის გარდა.კი უყვარს კეიდის 3-4 სტართან თამაში მაგრამ ვერც ხელფასით გაწვდებიან ლილარდს და პოციურადაც ვერ ჩააჯენენ გუნდში.გოლდენმა შეიძლება სიაკამი და სიმონსი დაიმატოსო
ლილარდმა მოითხოვა გაცვლა და ახლა წავა დედის წიოკი მაგ ტრეიდზე
ერთი წარბა დაემტვრა ლეიკერსს და გარბიჯი ათამაშა ფინიქსმა ყველა თამაში უწარბო ლეიკერსს და კლიპერსმა თუ კავაის გარეშე გაიარა ეგ ფინიქსი საღოლ მაშინ.გამოდის რომ წარბას უფრო მეტი როლი ქონია თავის გუნდში ვიდრე კავაის
კავაის(პლუს იბაკაც აკლიათ) გარეშე რომ კლიპერსი ფინალში გავიდეს,ნაღდად დაეცემა ლეონარდის სტატუსი.ბაქსსთან კი წააგებენ ულეონარდი კლიპერსელები მაგრამ კავაის გარეშე ჯაზი-ფინიქსის გაგდებაც არ იქნება ხუმრობა
ებიჯო ვის რად უნდა შენი 50 ლარი,მიხედე დუქანს.ჯორჯის პერფომანსი ნაღდად გამოსარჩევი იყო და მიდლტონს რაც შეეხება მე თუ მკითხავთ იანისზე მეტი ლიდერი ეგაა ბაქსის.ჯერ მიდლტონმა მოუგო სერია ბრუკლინს და მერე იანისმა
არ უნდა 50 გელა როგორც სჩჰანს
"რადნოი" ნიკით წერე ხოლმე, ნუ გრცხვენია

რა იქნა ეს სექსუალი კი მარა
დღეს იანგი თუ არ იყო მილუოკი 4-1ს მარტივად დახურავს
ჯორჯს როგორ უნდა ბეჭედი არ ნებდება. ვნახოთ ვნახოთ რა ძალა ეყოფა კლიპერსს სერიის დასატრიალებლად. ძალიან საინტერესოა ის რაც დღეს მოხდა
ჯერ ლებრონს ეჭიდავებოდა ინდიანაში , ეხლა აქაც მარტო დარჩა , მეეჭვება ბეჭდის მაგრამ ვნახოთ რა გამოვა.
ინდიანას ჯორჯი მართლა საუკეთესო იყო
პულსი გაუძლიერდა კლიპერსს
მალე დაუვარდება
კავაი კიდე არაა და ფინიქსმა უნდა დახუროს სერია დღეს წესით. მილუოკი ატლანტა 4-2ს სერია არ გაექცევა მაქსიმუმ მითუმეტეს ტრეიმ კოჭი დაიზიანა. ფინიქსი მილუოკის ფინალი დიდი ალბათობით შედგება, ფლეიოფებიდან გამომდინარე ღირსეული ფინალიც შეიძლება დაერქვეს. მოგებას ორივე იმსახურებს ფაქტია
მეგონა იუტას დამარცხების მერე ფინიქსაც მოინელებდა თუნდაც კავაის გარეშე კლიპერსი მაგრამ მიუხედავად იმისა რომ სამართლიანი თამაშის არ მჯერა მაინც დამსახურებულად გავა ფინიქსი თუ მოიგებს. კავაით ეს გუნდი ერთერთი უმთავრესი ფავორიტია და ფავორიტი იყო შარშანაც რომ არა დებილი მწვრთნელი თუ ზემოდან ჩაწყობა). ამ მორისს დალასთან აუდგა მაინცდამაინც (ნუ იუტასთანაც
)
ბაქსმა დაიბრუნა უპირატესობა და სურვილის შემთხვევაში მალევე დაასრულებს სერიას.
ნუ, მილუოკი უკვე საფუძვლიანად "უიასნებს" ატლანტას ))
ჩემი აზრით შემდეგ ორ თამაშსაც კომფორტული სხვაობით ატაკებს. მაქსიმუმ, 4:2 იყოს ამ სერიის საბოლოო ანგარიში. არაა ჰოუქსი ხარირმების საპირწონე მეტოქე.
ისიც კარგად გამოჩნდა ამ პლეიოფში, რომ მარტო ბერძენის გუნდი არაა ბაქსი. სხვებიც ხშირად იღებენ ლიდერობას საკუთარ თავზე და ეს პირველ რიგში მიდლტონზე ითქმის.
გაიზარდა ბუდენგოლცერის სასტავი მენტალურად. წესით ჩემპიონობა მათია.
ჩემი აზრით მიდლტონი მთელი ფლეიოფი არაფრით ჩამოუვარდება იანისს საერთოდ თუ არ ჯობია