ფეხბურთი

17:43 | 2.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ “გალათასარაი” მკაცრად დასაჯა

ევროპული ფეხბურთის მმართველმა უწყებამ (UEFA) ევროტურნირებიდან თურქული “გალათასარაი” მოკვეთა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კი სტამბოლელთა მხრიდან ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევა გახდა. როგორც უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, თურქულ გრანდს ევროტურნირებზე თამაშის უფლება ორი სეზონის (2016-2017 და 2017-2018) განმავლობაში არ ექნება.

ამასთან, “გალა” ვალდებული იქნება მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში კლუბის თამამშრომლებისთვის და ფეხბურთელთათვის სახელფასო ლიმიტი განსაზღვროს.

“გალათასარაიმ” მიმდინარე სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყო, თუმცა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც პირველივე ეტაპზე რომის “ლაციოსთან” (ორი მატჩის ჯამში 2:4) დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

0.116907