“ნიუ იორკ სიტის” იტალიელი ნახევარმცველი ანდრეა პირლო ამერიკაში ყოფნით ბედნიერია. როგორც მან თქვა, სამშობლოში ქუჩაში თავისუფლად სიარულიც არ შეეძლო, ნიუ იორკში კი მას ხალხი ყურადღებას არ აქცევს.
“თავისუფლად შემიძლია ქუჩაში ვისეირნო, ნებისმიერ რესტორანში ვისადილო. ამის გაკეთება იტალიაში შეუძლებელი იყო, რადგან თავისუფლებას მოკლებული ვიყავი. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როცა ამერიკაში წავედი. 2017 წელს კონტრაქტი მეწურება, მაგრამ აქ დარჩენაზე სერიოზულად ვფიქრობ”, - აღნიშნა პირლომ.
მოგეხსენებათ, პირლო “ნიუ იორკ სიტიში” გასულ ზაფხულს ტურინის “იუვენტუსიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა და ოკეანის გაღმა ანაზღაურების სახით 2.3 მილიონ დოლარს იღებს, რაც არც ისე მაღალი თანხაა. სხვათა შორის, პირლო “იუვედან” წასვლის გამო შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს მიღმა დარჩეს...