ფეხბურთი

17:06 | 2.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

კასორლამ შესაძლოა სეზონის დარჩენილი დროც გამოტოვოს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა სანტი კასორლამ შესაძლოა სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს. ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა ბოლომდე ვერ მოიშუშა და მარტში სავარაუდოდ განმეორებითი ოპერაციის ჩატარება დასჭირდება.

“სანტი კასორლასთან დაკავშირებით საქმე ცუდადაა. მას აქილევსის პრობლემა აქვს და ჯერჯერობით მოშუშებას ვერ ახერხებს.” – ციტირებს Goal-ი არსენ ვენგერის სიტყვებს.

კასორლა ბოლოს მოედანზე 29 ნოემბერს, “ნორვიჩთან” მატჩში გამოჩნდა და მას შემდეგ აღარ უთამაშია. იმ შემთხვევაში თუ სანტის ოპერაცია დასჭირდება, შესაძლოა ევროპის ჩემპიონატზეც ვერ იასპარეზოს.

მიმდინარე სეზონში ესპანელმა 20 მატჩი ჩაატარა და თავი 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.119183