იტალიური “პალერმოს” ოდიოზური პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი ფიფას ახალარჩეულ პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს ხმების ყიდვაში ადანაშაულებს. მცხოვანი ბიზნესმენის განცხადებით, მისმა თანამემამულემ არჩევნები ბინძური გზებით მოიგო და თავისი წინამორბედის გზის გამგრძელებელია.
“ფიფაში სისტემა არ იცვლება. ელეფანტინომ (ასე მოიხსენიებს ინტერვიუში ძამპარინი ფიფას პრეზიდენტს) მხოლოდ იმიტომ აირჩიეს, რომ სალმან ბინ ალ ხალიფაზე მეტი ხმა შეიძინა. იგი ბლატერის გზას აგრძელებს”, - უთხრა ძამპარინიმ მშობლიურ Radio Bruno-ს.
საერთოდ, ძამპარინი რთული ხასიათითა და სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა და აღნიშნულიც დიდად გაკვირვებას არ იწვევს.
ჯანი ინფანტინო, რომელიც მანამდე უეფაში მუშაობდა, ფიფას პრეზიდენტად გასულ შაბათს აირჩიეს. იტალიელმა 115 ხმა დააგროვა, ხოლო მეორე ადგილზე გასულმა ალ ხალფამ – 88.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამანაც თუ არ გაამართლა და მაშინ ფეხბურთის ......
გაამართლა რა არიოლი-რეშკა ხო არაა ამხელა პრეზიდენტი კაცი
კაი ახლა, ინფანტინო შვეიცარელია და გლახას რავა იკადრებს...

ა, მეიცა, ბლატერი სადაური იყო?
პრინცების და შეიხების მართვას ისევ ჯობს შეჩვეული ჭირი..
"მცხოვანი ბიზნესმენის განცხადებით, მისმა თანამემამულემ არჩევნები ბინძური გზებით მოიგო და თავისი წინამორბედის გზის გამგრძელებელია."
---------------
კიმარა ინფანტინო შვეიცარელი არაა?
თუ შვეიცარიაში დაბადებული იტალიელია?
ჯანი ინფანტინო არის იტალიური ფესვების (წარმოშობის) მქონე შვეიცარიის მოქალაქე
ხო მეც მასე ვიცი ანუ შვეიცარელია რა.... ზოგადად შვეიცარიის ერთი მეოთხედი თუ მესამედი იტალიური ფესვებითაა და ენაც იტალიური აქვთ (ყოველ შემთხვევაში იტალიური შვეიცარიაში 4 ოფიციალური ენიდან ერთერთია)