კალათბურთი

14:36 | 2.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

თებერვლის საუკეთესო მწვრთნელებად სტივენსი და სტოტსი დაასახელეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თებერვლის თვის საუკეთესო მწვრთნელებად “ბოსტონის” თავკაცი ბრედ სტივენსი და “პორტლენდის” ტერი სტოტსი აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

თებერვლის თვეში ბრედ სტივენსის მეთაურობით “ბოსტონმა” 12 შეხვედრიდან 9 მოიგო. ხოლო სტოტსის “პორტლენდმა” 11 მატჩიდან 9 შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა. “პორტლენდი” საშუალოდ ერთ შეხვედრაში 110.6 ქულას აგდებდა.

0.113748