ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი შესაძლოა მაყურებლების გარეშე ჩატარდეს. მიზეზი კი, ტერორიზმის საფრთხეა. როგორც ფრანგული მედია იტყობინება, უეფაში ჯერ კიდევ შიში აქვთ ტერორისტების და არ გამორიცხავენ უპრეცედენტო გადაწყვეტილებაც მიიღონ.
თუმცა, რა ხიბლი ექნება ევროფორუმს მაყურებლის გარეშე... შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების ალბათობა საკმაოდ დაბალია.
უეფას შიში კი ცოტა ხნის წინ პარიზში მომხდარ აფეთქებებს უკავშირდება.
ევრო 2016 საფრანგეთში 10 ივნისს დაიწყება და ერთი თვე გასტანს.