დღეს დონეცკის “შახტარი” ის კლუბია, რომელიც ჩვენი “ცხინვალისა” და “გაგრასი” არ იყოს, დევნილად ითვლება და ათასი პრობლემა შემოსჯარვია. პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა ხერხები არსებობს. დონეცკელი ფეხბურთელის, ვიაჩესლავ შევჩუკისა და მისი ცოლის ხერხები კი ერთობ საინტერესო და საამოა.
უკრაინული მედია დიდი ტრფიალებითა და ხვნეშით იუწყება, რომ ვიაჩესლავ შევჩუკის ცოლს, ინას, ნამეტნავად შეჰყვარებია სოციალურ ქსელებში თავისი თამამი ფოტოების დადება და მისი ზოგიერთი ფოტო ისეთია, ვარჯიშზე მისულ ვიაჩესლავს თანაგუნდელები ეუბნებიან, კაციც შენა ყოფილხარ და ქალსაც შენა პატრონობო.
თავად ვიაჩესლავი ძალიანაც ამაყობს ასეთი უშხვართესი ცოლი რომ ჰყავს და იძახის, ვინც მე ჩემი ცოლის “ფეისბუქმოყვარეობის” გამო მაკრიკტიკებს, ყველას სწორედ ის შურთ, ასეთ ქალს რომ ვყვარებივარო. უფრო მეტიც - “შახტარის” ფეხბურთელი იძახის, აგერ ნახეთ თამამი ფოტოები მეც თუ არ გადავიღოო. გადაიღებს და გადაიღოს...