ფეხბურთი

12:49 | 2.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ “ევერტონის” რეკორდსმენია

“ევერტონის” თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ “ევერტონის” ახალი რეკორდი დაამყარა. ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა პრემიერლიგაში მიმდინარე სეზონში თავი 17-ჯერ გამოიჩინა და ერთ სეზონში გატანილი გოლებით ტონი კოტის და ანდრეი კანჩელსკისის შედეგი გააუმჯობესა.

“ასტონ ვილასთან” მოგებულ (3:1) ინგლისის ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩში ლუკაკუმ გოლი მე-60 წუთზე გაიტანა. პრემიერლიგის ბომბარდირთა დავაში ბელგიელმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერ ჯეიმი ვარდის ორი გოლით ჩამორჩება.

“ევერტონის” შემადგენლობაში 16-16 გოლის გატანა ტონი კოტიმ 1993/94, ხოლო ანდრეი კანჩელსკისმა 1995/96 წლების სეზონში მოახერხეს.

0.116986