ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ ფიფას ახალ პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს მოღალატე უწოდა. სამხრეთამერიკელის განცხადებით, შვეიცარიელი შესაძლოა ფიფას კორუფციულ სკანდალში გარეული იყოს, რადგან გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.
“ინფანტინო მოღალატეა და ეს გაირკვევა. ამერიკის შეერთებულ შტატებს გამოძიება ჯერ არ დაუსრულებია. ინფანტინო ახორციელებდა პლატინის და ბლატერის საქმეებს და მან არაფერი იცის? თუ ასეა მაშინ იგი ბრიყვია. ინფანტინოს მიზანი პლატინის დაცვაც იქნება.” – ციტირებს Tmw მარადონას სიტყვებს.
უეფას ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ 26 თებერვალს, ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში 115 ხმა მიიღო და შეიხ სალმან ბინ იბრაჰიმ ალ ჰალიფას 27 ხმით აჯობა. მან, კანდიდატურის დაყენებამდე, უეფას სახელით მიშელ პლატინის მხარდაჭერა გამოუცხადა.