ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა 4:1 მოუგო სომხეთის 18-წლამდელებს. პირველი ტაიმი ჩვენმა მეზობლებმა მოიგეს, თუმცა უნდა ითქვას, შესვენებამდეც ჩანდა, რომ ქართველებს უკეთესი გუნდი ჰყავთ. მეორე ნახევარში კი მოსახდენი მოხდა, მაისურაძის შეცვლებმა და მეორე თავდამსხმელის დამატებამ შედეგი მოიტანა.
მე-8 წუთი იყო, როცა სომეხმა ერიკ პეტროსიანმა ქართველთა მეკარე ლუკა გუგშაშვილს თავზე გადაუგდო ბურთი. გუგეშაშვილი წინ იყო გამოსული, თუმცა ამ მომენტში ვერც დაცვა გაისარჯა კარგად. ცუდი დასაწყისი გამოვიდა და მოგვიანებით სომხებს კიდევ შეეძლოთ გატანა – ედგარ მოვსისიანმა ძელს მოარტყა ბურთი.
ქართველებს უფრო ხშირად ჰქონდათ ბურთი და სახიფათო შეტევებსაც ახორციელებდნენ, თუმცა მაინც ბევრი იყო წუნი. ნუგზარ სპანდერაშვილსა და გიორგი ივანიაძეს უნდა გაეტანათ, თუმცა პირველმა ააცილა, მეორეს კი მეკარემ აუღო.
ტაიმი დასრულდა და მაისურაძემ შეცვლებს მიმართა. თავდასხმაში ივანიაძეს ლაშა ოზბეთელაშვილიც დაამატა და ასევე, ნაკრებში ყველაზე უმცროსი ფეხბურთელის, 2001 წელს დაბადებული ზურაბ დავითაშვილის შესვლამაც ეფექტი მოიტანა. სხვათა შორის, დავითაშვილი უკვე თბილისის “დინამოს” დუბლებში თამაშობს, უდავოდ ნიჭიერი ნახევარმცველია და სომხებს ბოლო გოლი სწორედ მან გაუტანა. კარგად ითამაშა და ბევრი იმუშავა ლოკომოტიველმა სანდრო შეწირულმაც, რომელიც ასევე შეცვლაზე შევიდა.
მეორე ნახევრის დასაწყისშივე გაათანაბრეს ქართველებმა: ივანიაძემ ლევან ხარაბაძეს გააყოლა ბურთი და მანაც ძლიერად დაარტყა: მცირე რიკოშეტი და 1:1. მალევე, დავით კიკალიშვილის პასით ივანიაძე გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე და ახლოდან ააცილა. 47-ე წუთზე კი ქართველებმა პენალტის უფლება მოიპოვეს: გიორგი ჩაკვეტაძის რბილად ჩაწოდებული ბურთი სომეხთა მცველს ხელზე მოხვდა და თავად ჩაკვეტაძემ ზუსტად დაარტყა 11-მეტრიანი – 2:1.
მალევე, ივანიაძეს კიდევ ერთხელ შეექმნა მომენტი, დავითაშვილის პასის სემდეგ პირისპირ გავიდა და ხარიხას მოარტყა ბურთი. აქტიური იყო “საბურთალოს” ჭაბუკი, თუმცა გოლი ვერ გაიტანა. მესამე გოლმა მაინც არ დაახანა: გიორგი კუციამ ჩააწოდა, საჯარიმოში ხარაბაძემ მიიღო და მომენტალურად ცხრიანში დაარტყა. ასე მიითვალა დუბლი – 3:1.
სომხები საერთოდ მოიშალნენ, ქართველებს კი შეტევაში თამაში წაუვიდათ და ოზბეთელაშვილსაც უნდა გაეტანა, მაგრამ მეკარემ მოიგერია. ამ მომენტში კიკალიშვილის კარგი, დაფარული პასია აღსანიშნავი. სომხებს 66-ე წუთზე ფეხბურთელიც გაუძევეს, თუმცა რადგან მატჩი ამხანაგური იყო და არაკალენდარულ დღეს იმართებოდა, მოლაპარაკების თანახმად, სხვა ფეხბურთელი შევიდა გაძევებულის ნაცვლად. ასე ხდება ხოლმე კლუბების შეკრებაზე ტესტ-მატჩების დროსაც.
დარჩილ დროში კიდევ რამდენიმე მწვავე შეტევა ჰქონდათ მასპინძლებს და ტაბლოზე 4:1 აანთებინეს კიდეც: ჩაკვეტაძის მშვენიერ პასს დავითაშვილის პირისპირ გასვლა და აუღელვებელი დარტყმა მოჰყვა. დავითაშვილი პირველ მატჩს ატარებდა 17-წლამდელებში.
ისე, ქართველთა სუსტ რგოლად დაცვა მოგვეჩვენა. ვერ იყო მწყობრი და შეთანხმებული თამაში, რაც მატჩის ბოლოსაც გამოიხატა, როცა ავაქიანი არაფრისგან პირისპირ გავიდა. გუგეშაშვილმა იყოჩაღა.
ვასილ მაისურაძე: “ძალიან უკმაყოფილო ვარ თამაშის ხარისხით. დაცვაში განსაკუთრებით ბევრი ხარვეზი იყო და უნდა აღმოვფხვრათ. მეორე ტაიმში შეცვლებმა გამოასწორა თამაში, თუმცა კიდევ ვამბობ, ძალიან ბევრია სამუშაო. წინ მეორე ამხანაგურიცაა სომხეთთან და გვსურს, რომ სანამ შესარჩევი ციკლი დაიწყება, კიდევ ერთი ტესტ-მატჩი ჩავატაროთ”.
შეგახსენებთ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს 15-20 მარტს თბილისში ელის ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ჯგუფური მატჩები. მეტოქეები იტალია, რუსეთი და ბოსნია იქნებიან. ჯგუფიდან ორი საუკეთესო გავა ფინალურ ეტაპზე.
1 მარტი. 14:00. თბილისი. “მიხეილ მესხი”. ამხანაგური მატჩი
საქართველო (17-წლამდელები) – სომხეთი (18-წლამდელები) 4:1 (0:1)
საქართველო: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი (ვირუბოვი 61), ქაფიანიძე (კასრელიშვილი 76), ასათიანი (შიხაშვილი 55), ხარაბაძე (ნიკოლეიშვილი 76), კუცია, ანდრონიკაშვილი (დავითაშვილი 41), ნინუა (შეწირული 41), სპანდერაშვილი (ოზბეთელაშვილი 41), ჩაკვეტაძე, ივანიაძე (ქავთარაძე 61)
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
სომხეთი: შაჰატუნი, მურადიანი, ხაჩატრიანი, სარგსიანი, მანუკიანი, ნადირიანი, ე.მოვსისიანი, ა.მოვსისიანი, ავაქიანი, პეტროსიანი, არუთინიანი
შეცვლაზე შევიდნენ: გრიგორიანი, პოღოსიანი, მელქონიანი, ტერ-პეტროსიანი, გევორქიანი, ხარბუტიანი
მწვრთნელი: არამ ვოსკანიანი
გოლები: 0:1 პეტროსიანი (8), 1:1 ხარაბაძე (43), 2:1 ჩაკვეტაძე (47 პენ), 3:1 ხარაბაძე (56), 4:1 დავითაშვილი (73)
გაფრთხილება: ნინუა (25), კუცია (28), მოვსისიანი (33)
გაძევება: არუთინიანი (66)
მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი
3 მარტს ეს ნაკრებები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს. მატჩი “მიხეილ მესხზე” 14:00 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გაგიჭირდებათ მოგება
იმმმენა ძებნილების როჟები აქვთ

პრესტუპნიკები
ესე ერთხელ ევროპის საუკეთესო კალათბურთელები და ამერიკის ნაკრები რო ათამაშონ საინტერესო იქნება
გადახნავენ ამერიკელები... თუ მოინდომეს მინიმუმ 40 ქულას მოუგებენ )))
რასელი
)
ჰარდენი
დურა
დევისი
ჰოვარდი ეს ჩემი ხუთეული
Jorjs da grifins nakrebshi ar utamashiat to? Azze xart ra nakrebi yavt
ენტონი დევისი მოაშორეთ
))
უგანდის ნაკრებს უფრო გავს, ვიდრე მულტიეთნიკური ამერიკის
რა პრესტუპნიკი სახეები აქვთ 
ვეიდი არ არის?
მელო რა დეზლი როჟით არის DDDDDDDDDDDDD
mirian
რა შედარებით სუსტები, 2004-ში ოლიმპიადაზე მელოც იყო, ჯეიმსიც, ამარეც, აივერსონიც, მაგრამ ჯინობილიმ და კამპანიამ ჩაუდეს.
ნებისმიერ გუნდს დალეწავენ ნიმინუმ 30 ქულით თუ მოინდომებენ
რეციდივისტებს გვანან
უეიდი რატო არაა? მართლა დრიმ თიმია რა...
დანარჩენი მსოფლიო რომ ეთამაშოს, ესენი მაინც გაგუდავენ სულ არ ჭირდებათ მწვრთნელი
სულ ro 0 iyo kalatburtshi mixvdebi ra dzalaa sanam evropa ar gadava 12wutiam meotxedebze amerikis dammarcxebeli nakrebi ar iqneba xolo evropis garda 15nakrebi ertad ro shekribo mainc waageben
ეგრეც არაა, შედარებით სუსტებით რო ითამაშეს ადრე იმიტომაც წააგეს 2010 წლამდე რამდენიმე ტურნირი
კობი სადა მართალია არ წირდებათ მარა მაინც მეგა ვარსკვლავია
აქედან შედარებით სუსტები რო ამოარჩიო ისინი მოიგებენ ყველაფერს და ძლიერებზე ხო ზედმეტია ლაპარაკი ნალუბოი გუნდ ფორას მიცემენ და ისე მოუგებენ
შედარებით სუსტები კი არა ვინც აქ ვერ მოხვდა ისინი რო ამოარჩიო და ათამაშო ისინიც უძლიერესები იქნებიან
რონდოო აკლიაა
რა შემადგენლობაა პროსტა მართლა საოცნებო გუნდია ამათი მომგები არის ვინმე საერთოდ