ჭადრაკი

0:18 | 2.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ მოსკოვის ტურნირი მარცხით გახსნა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში სტარტი აიღო ტრადიციულმა საჭადრაკო ტურნირმა, რომელიც “აეროფლოტის ღია პირველობის” სახელითაა ცნობილით. ქართველთაგან მასში ძალებს ვაჟთა ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა (2676) სცდის.

ქართველი მოჭადრაკე ელიტარულ A ლიგაში ჩაება და პირველ ტურში მარცხი განიცადა. ბაადურმა შავი ფიგურებით რუს ალეკსეი გოგანოვთან (2575) წააგო. მე-2 ტურში ჯობავა თეთრებით ჩინელ იინგლუ ქსუს (2518) ეთამაშება.

ცნობისთვის, Aeroflot Open 2016-ის A ტურნიში 86 მოჭადრაკე თამაშობს, შეჯიბრი კი 9 ტურად მიმდინარეობს და 9 მარტს დასრულდება.

სოლიდურია საპრიზო ფონდიც (65 ათასი ევრო), საიდანაც გამარჯვებული 18 ათასს მიიღებს, მე-2 პოზიციაზე გასულს 10 ათასი ერგება, მესამეადგილოსანი კი 7 ათასს მიიღებს.

0.120249