თბილისის “ვითას” გენერალური მენეჯერის ლევან მიქელაძის განცხადებით, კლუბისთვის ვთბ-ლიგაში დარჩენა მნიშვნელოვანია და ეს საკითხი სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყდება. მიქელაძემ ამ თემაზე რუსულ Р-Спорт-თან ისაუბრა.
“ვთბ-ლიგაში სადებიუტო სეზონი ჩვენთვის კარგ ტესტად იქცა და მას გარკვეულწილად გამოსაცდელ ვადად განვიხილავთ, რაც კლუბის განვითარებისთვის და დიდ ტურნირებში სამომავლო მონაწილეობისთვის გვჭირდება. ჩვენთვის და მთლიანად ქართული კალათბურთისთვის ვთბ-ლიგაში დარჩენა მნიშვნელოვანია, თუმცა, სეზონის დასრულებამდე, ვერაფერი გადაწყდება.
რასაკვირველია, საკვანძო ფინანსების თემაა. საქართველო პატარა ქვეყანაა, ასეთი დონის კლუბის შენახვისთვის კი გარკვეული შესაძლებლობებია საჭირო. მიმდინარე სეზონში რესურსები არ გვეყო, რათა ლიგაში, რომელშიც ევროპული გრანდები თამაშობენ, კარგი შედეგები გვეჩვენებინა”, - განაცხადა მიქელაძემ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მე არ მიხსენებია გინდა თუ არა "ვითა" იყოს ეგ გუნდი მეთქი, მაგრამ მე ვხედავ საქართველოს მაშტაბით სუპერ კლუბის ჩამოყალიბების საჭიროებას (რომელიც "სუპერ ლიგა"-თან ერთად რომელიმე ევროპულ ტურნირზე გამოვა), სადაც ნაკრების ზოგიერთი წევრი და პოტენციური კანდიდატი ითამაშებს (მაგალითად: ცინცაძე, მარკოიშვილი, სანიკიძე, ცქიტიშვილი, შარაბიძე, მეტრეველი, გამრელიძე და სხვა. ასევე რამდენიმე ამერიკელი - ნაკრების პოტენციური კანდიდატები), თუკი ნორმალურ კონტრაქტებს შეთავაზებენ. ასევე მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად ასეთი კლუბის მთავარ მწვრთნელად ზუროსის მოწვევა. ის დღეს არის თავისუფალი საკლუბო კალათბურთიდან, თორემ დარწმუნებული ვარ რომელიმე საზღვარგარეთული კლუბისგან აუცილებლად მიიღებს მიწვევას, რაზედაც ის ალბათ არ იტყვის უარს. არადა მისი დასაქმება ისეთ ზემოთ ნახსენებ კლუბში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართული კალათბურთისთვის, თუ რატომ აღარ დავაკონკრეტებ, ისედაც ნათელია ოდნავ კალათბურთში გათვითცნობიერებული გულშემატკივრისთვის.
რაც შეეხება კერძოსთან ერთად - სახელმწიფოს და ფედერაციის თანამშრომლობას ამ შემთხვევაში იმიტომ უნდა განხორციელდეს რომ, ეს ნაკრების საბაზისო კლუბი იქნება.
კაი ბატონო დავრჩეთ ჩვენი სუპერლიგის იმედათ და რა იქნება ორ სამ წელიწადში ნახავთ, მე იმას კი არ ვამბობ ვითას ხელმძღვანელობამ შეცდომა არ დაუშვა მეთქი მარა ამ შეცდომების გამოსწორებისკენ უნდა მოვუწოდოთ და არა ის, რომ არსებობა შეწყვიტონ.
ხალხო რა არის იცი ყველა, თამაშის წაგება არავის სიამოვნებს, მარა იმაშივ ვერ დაგეთანხმებით, რომ ვითამ ბრძოლა შეწყვიტოს პირიქით უნდა მოუმატოს არ უნდა დანებდეს და მოგებაც, მოვა ფედერაცია, ბიზნესი და სახელმწიფო გვერდში უნდა დაუდგეს, თორემ ისე საკუთარ წვენში ხარშვით არაფერი გამოვა წავა ნაკრების ბირთვი და მომავალი აღარ გვექნება, კი ვიღაც მკითხავს ამდენ ლეგიონერში სა ჩანს ქართველებიო, მარა სწორედ ამ ლეგიონერების გვერდით უნდა გაიზარდოს ახალი თაობა, აბა ნაკრების ლიდერები არ ჩამოდიან და მართლებიც არიან(ამ ეტაპზე) საქართველოში სათამაშოდ.
კი მაგრამ ელემენტარულად ხელფასებსაც ვერ არიგებენ და რა შეცდომების გამოსწორებაზეა ლაპარაკი?
ძალიან ურიკინებენ ესენი
წელს რა ანტირეკორდებიც ვერ დაამყარეს, მომავალ წელს აპირებენ ალბათ ხომ?
ლევან მიქელაძევ და "ვითა"-ს მესვეურებო, თქვენ თუ მომავალ წელსაც მაგ ლიგაში ასეთი გუნდი ათამაშოთ, მაშინ თქვენ იყოთ "ჩიჩოლინა"-ს ორეულები!
იუნა შაფათავა მაინც გეთქვა, ჩიჩოლინამ რა დაგიშავა DDDDDDDDDDDDDDDDDD
Vitam kargi praktika aigo da gamocdileba seizina zurosi nakrebs vitas kalatburtelebit sheavsebs.............sainteresoa vin aris sponsori federacia tu kerdzo piri ristvis krian tanxebs gunds romelsac sircxvilis meti arafei moakvs da mxolod anti rekordebze midis tan umetesad vitastan dziritad sastavs asveneben tu mtavari sastavi tamashobs micastan ascoreben gautkbat mukta mogzauroba
მაგარი პრაქტიკაააა სგ რააა უფროსი კაცი ხარ რა უნდა გიტხრა
Vitam kargi praktika aigo da gamocdileba seizina zurosi nakrebs vitas kalatburtelebit sheavsebs.............sainteresoa vin aris sponsori federacia tu kerdzo piri ristvis krian tanxebs gunds romelsac sircxvilis meti arafei moakvs da mxolod anti rekordebze midis tan umetesad vitastan dziritad sastavs asveneben tu mtavari sastavi tamashobs micastan ascoreben gautkbat mukta mogzauroba
საქართველოს რა ხეირი ამ გუნდისაგან, თავის შერცხვენის გარდა.
კი ბატონო, საქართველოს ჭირდება კლუბი ევრო ტურნირზე, მაგრამ ნაკრების წევრებითა და ნაკრების პოტენციური კადიტატებისგან დაკომპლექტებული, პლიუს იმ ამერიკელი კალათბურთელებით დაკომპლექტებული რომლებიც ასევე ნაკრების პოტენციური წევრები შეიძლება გახდნენ და ამასთან შეთავსებით მთავარი მწვრთნელით ზუროსით.
ჩემი აზრით, ამ ფინანსურად რთული პროექტის ხორცშესხმა შეიძლება მხოლოდ სახემწიფოს, ფედრაციის და კერძო ინვესტორის საერთო ძალისხმევით.
მოშორდით
ალაოდ ჰო არ არიან ეგენი, ფედერაციას ძინავს? აუკრძალოს თამაში. ან ფინანსური მაინც მიუქსიანონ მე შენ გეტყვი და ვერ ამოუქექავენ რამეს თუ მოინდომეს.
უსირცხვილოები.მოთამაშეების გადაგდებაზე არიან გადასულები.რო არ გაქცეოდთ კალათბურთელები ასეთ სამსრცხვინო შედეგები არ ექნებოდათ
რაა? კიდევ გამოსვლა გინდათ? სირცხვილის მეორე სეზონს უნდა გვაყურებინოთ?
Ras gvasaxeleben.. Sheni moconebuli
რა დარცენა თავი მოგვჭერით მთელ ერს,რუსი ლოთების საღადაოდ რო გაიხადეთ თავი ბ ლად :@ სოფელში გაზაფხულზე კაკრას ყანაა გასაღთოხნი და წამოეთრიეთ მეტი რა,მე თქვენ არიცით მაინც...
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
"ნამუსიც კარგი საქონელიაო" ნათქვამია მაგრამ ეს ამან არ იცის ეტყობა...
წლევანდელი შერცხვენა გვეყოფა ეხლა გაისადაც მოინდომეთ ქვეყნის სახელის ლაფში ამოსვრა...
დაახვიეთ საერთოდ!!!