ჩოგბურთი

0:57 | 2.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა საწყის რაუნდში დამარცხდა

საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა ბრაზილიურ კამპინასში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა. შაფათავამ უნგრელ რეკა-ლუკა იანის სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 1:6, 0:6 დამარცხდა.

კვალიფიკაციის გავლის შემდეგ, ძირითადი ბადის მატჩი ჯერაც არ ჩაუტარებია ეკატერინე გორგოძეს. მისი მეტოქე ესპანელი პაულა ბადოსა გიბერტი იქნება.

წყვილთა შეჯიბრში მე-2 ნომრად განთესილმა გორგოძემ და შაფათავამ ესპანელი ივონ კავალე-რეიმერსი და სოფო ქვაცაბაია 7:6 (7:3), 6:2 დაამარცხეს და მეოთხედფინალში თურქებს – აკსუს და სეზერს ეთამაშებიან.

0.114597