ჩოგბურთი

23:41 | 1.03.2016 | ნანახია 1085 - ჯერ

კალაშნიკოვა მეოთხედფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში იმყოფება და ძალებს 250-ათასიან ტურნირში სცდის.

კალაშნიკოვა წყვილთა შეჯიბრში ტაივანელ კაი-ჩენ ჩანგთან გახლავთ შეამხანაგებული და პირველი გამარჯვებაც იზეიმა.

ოქსანამ და კაი-ჩენმა რუს ვალენტინა ივახნენკოს და ბელარუს ლიძია მაროზავას 7:6 (7:5), 6:4 მოუგეს და მეოთხედფინალში პირველი რეიტინგის მქონე ჩინელებს – ჩენ ლიანსა და იაფან ვანგს ეთამაშებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.057139
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
1085