ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში “გოლდენ სტეიტის” ლიდერი სტეფ კარი და აღმოსავლეთში “ტორონტოს” კალათბურთელი კაილ ლოური დაასახელეს.
“ტორონტომ” წინა კვირაში 4 მატჩიდან სამი მოიგო. ლოური საშუალოდ ერთ შეხვედრაში 28.7 ქულას, 8.7 მოხსნას და 6.3 პასს აგროვებდა. “გოლდენ სტეიტმა 4-დან ოთხივე შეხვედრა მოიგო, კარი საშუალოდ ერთ მატჩში 43.8 ქულას აგდებდა.