ფეხბურთი

13:59 | 1.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალო" იეროს 2 მარტს წარადგენს

საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" მანოლო იეროს სპორტული დირექტორის თანამდებობაზე 2 მარტს წარადგენს. 15:00 საათზე, "ბენდელას" სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მასმედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გაიმართება.

როგორც "საბურთალოს" პრესსამსახური იტყობინება, ესპანელი სპეციალისტი უკვე თბილისში იმყოფება, ის გაეცნო გუნდის მთავარ მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშვილსა და აკადემიის დირექტორს გიორგი დეკანოსიძეს. ისაუბრეს უახლოეს გეგმებზე და ერთმანეთს აზრები გაუზიარეს.

მანულო იერომ კლუბის ვებგვერთან მცირე კომენტარიც გააკეთა:
"პირველი შთაბეჭდილებები დადებითია, ნელ-ნელა ახლოს ვეცნობი კლუბს, აკადემიას. მჯერა, ჩვენი მუშაობა შედეგიანი და წარმატებული იქნება. გარკვეულ ინფორმაციას ვფლობ, როგორც საფეხბურთო კლუბ "საბურთალოზე", ასევე საქართველოზე. დავესწარი მოზარდი ფეხბურთელების ვარჯიშს. ჩანს, რომ მწვრთნელები დიდ ყურადღებას აქცევენ დისციპლინას, რაც აუცილებელია. უახლოეს დღეებში გავეცნობი სკოლის მწვრთნელებს, ასევე ეტაპობრივად მოხდება მოზარდი ფეხბურთელების მშობლებთანაც შეხვედრა. ვიცი, რომ "ლოკომოტივში" ესპანელი სპეციალისტი მუშაობს, ასევე საქართველოში თამაშობდა ჩისკო. როგორც მაქვს ინფორმაცია, ახლა მიკელ ალვარო კიდევ ერთხელ დაუბრუნდა თბილისს", - განმარტა იერომ.

მანოლო იერო 53 წლისაა. 6 წელი (1980-1986) თამაშობდა “მალაგაში”, შემდეგ ორი სეზონი “ვალიადოლიდში”, კიდევ ერთი წელი “ბარსელონაშიც” კი იყო, მერე კი “ბეტისსა” და “ტენერიფეშიც”. ის მცველი გახლდათ.
იერომ ერთი წელი (2006 წელს) იმუშავა “მალაგას” სპორტულ დირექტორად. მერე ქვედადივიზიონელ “პუერტოლიანოშიც” ეკავა ეს პოსტი. მანოლო მადრიდის “რეალისა” და ესპანური ფეხბურთის ლეგენდის, ფერნანდო იეროს უფროსი ძმა გახლავთ.

თეგებისაბურთალო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115391