თამაშგარე

12:11 | 1.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვალენტინას გზა რუსეთიდან პარიზამდე

დღეს კიდევ ერთ დიდებულ რუს ასულზე უნდა გიამბოთ, რომელმაც არამხოლოდ ურუსთა ქვეყანა, არამედ მთელი მსოფლიო გადარია და ამ ასულის მიერ გადარეულთა არმია ბევრად უფრო ღირსეული, პატივსაცემი და დასაფასებელია, ვიდრე ის საძაგელი წარმონაქმნი, რასაც ჩვენ რუსულ არმიას ვეძახით.

ვალენტინა ზელიაევა დიდ პოდიუმზე ჩოგბურთიდან მივიდა. ჯერ კიდევ 5 წლის წინ, ამ გოგონას ხელში ჩოგანი ეჭირა და გამეტებით იქნევდა. თუმცა, მისმა პოპულარობამ სულ სხვა გზით განვითარება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯერ რუსული, შემდეგ კი, ევროპული ბულვარული ჟურნალების ყდები დაამშვენა.

“თავიდან ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ჩოგბურთს ასე ადვილად შეველეოდი, მაგრამ სამოდელო საქმესაც იმხელა აზარტი აქვს, რომ მივხვდი ესეც ჩემი საქმე იყო” – სიამაყით იძახის მშვენიერი ვალენტინა, რომელმაც ამ ერთი კვირის წინ, საცხოვრებლად პარიზში გადაინაცვლა და მისი წარმატებული კარიერა როგორც იტყვიან ხელისგულზე გვაქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096717