ფეხბურთი

23:17 | 29.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნიანგი ავარიაში მოჰყვა

იტალიურ “მილანს” ფრანგი თავდამსხმელი მბიაიე ნიანგი ორი თვის განმავლობაში დააკლდება. ამის შესახებ ლომბარდიული გუნდის ვებ-გვერდი იუწყება. როგორც ცნობილი ხდება, 21 წლის ფორვარდი სერია A-ს ბოლო ტურში “ტორინოსთან” (1:0) მოგებული მატჩის შემდეგ, ავტოავარიაში მოჰყვა და იძულებითი უქმობა მოუწევს.

მბიაეს ზურგი აქვს დაზიანებული და და მის სრულ მოშუშებას, სავარაუდოდ, 2 თვე დასჭირდება.

ნიანგი მიმდინარე სეზონს წარმატებულად ატარებდა და “როსონერის” ძირითად შემადგენლობაშიც ფეხი მოიკიდა. საერთო ჯამში, ფრანგ ფორვარდს 20 თამაშში 8 გოლი აქვს გატანილი.

0.115917