ფეხბურთი

22:18 | 29.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტასთვის MSN ისტორიაში საუკეთესოა

კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი ანდრეს ინიესტა თანაგუნდელების - ლიონელ მესის, ლუის სუარესისა და ნეიმარის ქება-დიდებას მოსდგა. ესპანელი ნახევარმცველი “ბარსას” შემტევ ტრიოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოდ მიიჩნევს. ამის შესახებ ინიესტამ movistar-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ჩემთვის მესი, სუარესი და ნეიმარი ისტორიაში საუკეთესო შემტევი ტრიოა. ლიონელი ნომერ პირველია და მის მსგავსად აქამდე ფეხბურთი არავის უთამაშია.

ყოველ მატჩს ისე ვთამაშობთ, თითქოს ჩვენთვის ბოლო იყოს. ამიტომაცაა, რომ 34 შეხვედრაა არ დავმარცხებულვართ. იმედია, სეზონის ბოლოს რამდენიმე ტიტულს მოვიპოვებთ.

რონალდუ? – მასზე ფიქრი არმგონია სწორი იყოს. მე მყავს საუკეთესო თანაგუნდელები, როგორც გუნდში, ისე თავიანთ ქვეყნებში”, - თქვა ინიესტამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111811