იტალიელი მობურთალის, კრისტიან მაჯიოს მეუღლე, ვალერია მონტეფოგო ამ ბოლო პერიოდში თეატრალურმა ხელოვნებამ, კონკრეტულად კი მსახიობობამ გაიტაცა და იძახის, ახლაღა მივხვდი, რომ სცენის მტვრის ყლაპვა და მსახიობობა თურმე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ საუკეთესო შეგრძნებებს იწვევსო.
ვალერია ხელობით მუსიკოსია და რამდენიმე ნაკლებად ცნობილი თეატრალური კომპიზიციაც აქვს დაწერილი, მაგრამ სად პარტიტურათა ფურცვლა, როიალთან ღამეების თენება და ამის მიუხედავად მაინც დაუფასებლობა და სად, როდესაც სცენაზე დგახარ და თავპატიჟდაუდებლად იძახი: “ჩემი კუკარაჩა ნანახი გაქვსო?!”.
სხვათა შორის, ვალერია მონტეფოგო და კრისტიან მაჯიო საკმაოდ გვიან დაქორწინდნენ და როდესაც ამ წყვილმა ჯვარი იფსკვნა, ნამეტნავად ცქვიტები და ახალგაზრდები არც ერთი არ იყო. ახლა მსახიობობაზე ფიქრი ცოტა დაგვიანებული ხომ არაა?...