ევროლიგის თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშედ ცსკა-ს ფრანგი გამთამაშებელი ნანდო დე კოლო აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ცსკა-მ თებერვლის თვეში სამი შეხვედრა მოიგო. დე კოლო კი ამ მატჩებში საშუალოდ 19 ქულას, 5 ჩაჭრას და 2 პასს აკეთებდა.