ფეხბურთი

18:08 | 29.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები სომხეთთან მატჩებისთვის ემზადებიან

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები მესამე დღეა, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეკრებაზე იმყოფება. ვასილ მაისურაძის გუნდმა დღეს ღია ვარჯიში გამართა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სადაც 1 და 3 მარტს, 14 საათზე, ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს სომხეთის 18-წლამდე ნაკრებთან.

ვარჯიში საათზე მეტხანს გაგრძელდა და ძირითადად ტაქტიკური მონახაზების დამუშავებას დაეთმო. წვრთნას სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ასაკობრივი ნაკრებების სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი გია გეგუჩაძეც დაესწრნენ. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის ემზადება, რომელსაც 15-20 მარტს თბილისი უმასპინძლებს.

სომხეთთან ამხანაგურ მატჩებზე და ელიტ-რაუნდზე გულშემატკივართა დასწრება თავისუფალი იქნება.

სფფ-ს პრესსამსახური

0.112153