სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

16:28 | 29.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი და გაგამარუ რეიტინგში დაქვეითდნენ

ქართველი სუმოისტები ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), რომელთაც ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” გამართული წლის პირველი სუპერტურნირი უარყოფითი ბალანსით (მაკე-კოში) დაასრულეს, წოდებაში დაქვეითებას ვერ გადაურჩნენ.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე 6 მოგება და 9 მარცხი მოაგროვა და კომუსუბის ტიტულს დაემშვიდობა. მომავალ ტურნირზე ქართველი სუმოისტი დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით იასპარეზებს.

იანვრის შეჯიბრზე მინიმალური უარყოფითი ბალანსი (7 მოგება, 8 მარცხი) დააფიქსირა გაგამარუმ, რომელიც ტოკიოში დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით ირჯებოდა. განახლებულ ბანძუკეში ჯუღელი აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას ტიტულამდე დაქვეითდა.

რეიტინგის სათავეში იოკოძუნები ჰარუმაფუჯი, ჰაკუჰო და კაკურიუ იმყოფებიან, ოძეკის სტატუსს ინარჩუნებენ კოტოშოგიკუ, კისენოსატო, გოეიდო და ტერუნოფუჯი, იოშიკაძე და ტოიონოშიმა სეკივაკეები არიან, ტოჩიოძანი და ტაკარაფუჯი კი კომუსუბის წოდებით გაირჯებიან.

ცნობისთვის, გაზაფხულის ბაშო ოსაკაში 13 მარტს დაიწყება და 27 მარტამდე გასტანს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112775