ფეხბურთი

12:21 | 29.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

პერესი ზიდანს სრულ ნდობას უცხადებს

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი “ატლეტიკოსთან” წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ “სამეფო კლუბის” პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს შეხვდა.

როგორც ესპანური პრესა იტყობინება, პერესმა ფრანგ სპეციალისტს ნდობა გამოუცხადა და სატრანსფერო პოლიტიკის საკუთარი შეხედულებით წარმართვის სრული უფლება მისცა. Cadena Cope-ს ინფორმაციით, ზიდანმა მიიღო უფლება, თუკი საჭიროდ ჩათვლის, სეზონის ბოლოს ისეთ ფეხბურთელებსაც შეელიოს, რომლებიც კლუბში აქამდე ხელშეუხებლად მიიჩნეოდნენ.

ესპანელი ჟურნალისტები მწვრთნელისა და კლუბის პრეზიდენტის ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო სარწმუნოდ მიიჩნევენ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ “რეალი” ზაფხულში კრიშტიანუ რონალდუს შეელევა და მიუნხენის “ბაიერნის” პოლონელ ფორვარდს რობერტ ლევანდოვსკის შეიძენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112557