თამაშგარე

11:46 | 29.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

სიმაო ქალმა ააცუნდრუკა

გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ ფეხბურთის დაშხოშიანად მოყვარულებს აუცილებლად გემახსოვრებათ ერთ დროს დიდად პოპულარული პორტუგალიელი ფეხბურთელი, სიმაო საბროსა. აწუკვე ვეტერან სიმაოს ხომ ისეთ კოხტა კლუბებში უბურთავია, როგორიც მადრიდის “ატლეტიკო”, ლისაბონის “ბენფიკა” და “ბარსელონაა”.

ამ სიბერეში ეს ჩვენი სიმაო ნამეტნავად აცუნდრუკებულა, აცანცარებულა და თავის გულისსწორთან, ცუნდრუკთა შორის უცუნდრუკეს ვანესა რებელოსთან ერთად, ისეთ ფოტოსესიაში მიუღია მონაწილეობა, სადაც ნიფხავიც კოხტად გაუხდია და თავისი სხეულის დაფარული ადგილები ხაშლამასავით დაუწყვია ფოტოკამერის წინ.

როგორც სიმაო იძახის, მას ვანესა რებელო დიდი ხნის განმავლობაში “კერავდა” ამ ფოტოსესიაში მონაწილეობისათვის თანხმობა რომ მიეღო და საბოლოოდ როგორც ხედავთ მაინც ამ ეშმაკმა ქალმა გაიმარჯვა. ახლა დადგეს ეს ჩვენი სიმაო საბროსა და უსმინოს ყოფილი თანაგუნდელების ქილიკსა და ხითხითს, რაც აუცილებლად იქნება.

0.141842