ფეხბურთი

3:36 | 29.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” არ ჩერდება, “ატლეტიკომ’ მე-2 ადგილი გაიმყარა

ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტური ძალიან საინტერესო გამოდგა. განსაკუთრებით დიდ ინტერესს ორი შეხვედრა იწვევდა. მადრიდულ დერბიში “ატლეტიკომ” გასვლაზე “რეალი” დაამარცხა, ხოლო “ბარსელონამ” შინ დაძაბულ ბრძოლაში “სევილიას” აჯობა.

ზედიზედ მესამე მარცხი “სანტიაგო ბერნაბეუზე”

ანტუან გრიზმანის გოლის წყალობით “ატლეტიკომ” პრინციპული მეტოქე მისსავე მოედანზე დაამარცხა, 58 ქულა დააგროვა და თანაქალაქელი უკვე 4 ქულით მოიტოვა.

“როხიბლანკომ” ლა ლიგაში “სანტიაგო ბერნაბეუზე” ზედიზედ მესამედ იმარჯვა და პირველად მოხდა, რომ ერთმა კლუბმა აღნიშნულ არენაზე ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ სამჯერ მოიგო.

“რეალს” კი, თანაქალაქელთან ბოლო პერიოდში ჩემპიონატში ძალიან უჭირს. მათ ბოლოს “ატლეტიკო” ლა ლიგაში 2013 წლის 27 აპრილს გასვლაზე დაამარცხეს (2:1).

აღსანიშნავია, რომ იან ობლაკმა მიმდინარე ლა ლიგაში მეჩვიდმეტედ შეინახა მშრალად კარი და სულ 11 ბურთი აქვს გაშვებული, საიდანაც 4 “ბარსელონაზე” მოდის.

34-ე წაუგებელი მატჩი

“ბარსელონამ” შინ “სევილია” მიიღო და პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო. 3 ოქტომბრის შემდეგ “ბარსელონას” საერთოდ არ წაუგია და 34 შეხვედრაა უკვე, რაც წაუგებლად მოდის.

“ბლაუგრანა” ვიტოლოს მიერ მე-20 წუთზე გატანილი გოლით მარცხდებოდა, თუმცა მალევე ლიონელ მესიმ გაათანაბრა, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში ხერარდ პიკემ ახლო მანძილიდან გაიტანა და “ბლაუგრანამ” კვლავ მოიგო.

ისე კი, “დალაქებმა” კარგად ითამაშეს და რამდენიმე კარგი შანსიც ჰქონდათ მეორე ნახევარში, რომელთაგან გამოსაყოფი კევინ გამეირომ მიერ გამოუყენებელი მომენტია, რომელსაც კლაუდიო ბრავომ აჯობა.

“ბარსელონა” 66 ქულით პირველ ადგილზეა და “ატლეტიკოს” 8 ქულით უსწრებს.

“ვილიარეალი” “რეალს” მიუახლოვდა

“ვილიარეალმა” ვალენსიურ დერბიში შინ “ლევანტე” ძალიან იოლად დაამარცხა, 52 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილოსან “რეალს” 2 ქულითღა ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს, თუმცა ამას მათთვის არანაირი პრობლემა არ შეუქმნია.

“ვილიარეალმა” ბოლოს ლა ლიგაში 29 ნოემბერს “ხეტაფესთან” წააგო (0:2) და მას შემდეგ უკვე 13 მატჩია არ დამარცხებულა.

“ვალენსიას” ბასკებმა ნიღაბი ჩამოხსნეს

საშინელი ასპარეზობის შემდეგ “ვალენსიამ” ლა ლიგაში და ევროპა ლიგაზე ზედიზედ 4 მატჩი მოიგო და ბევრმა მიიჩნია, რომ გარი ნევილმა გუნდის ათამაშება მოახერხა.

დღეს 70 წუთის განმალობაში “მესტალიაზე” თანაბარი ბრძოლა მიდიოდა და პირიქით, “ღამურებს” უფრო მეტი მომენტი ჰქონდათ, რომელთაგან აღსანიშნავია ალვარო ნეგრედოსა და პაკო ალკასერის გამოუყენებელი 100%-იანი შანსები, მაგრამ 73-ე წუთიდან მე-80 წუთამდე მოყოლებული “ბილბაომ” ნამდვილი კოშმარი დამართა “ღამურებს” და სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

“ვალენსია” 31 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო “ბილბაომ” 38 ქულა დააგროვა და ევროზონაში შევიდა.

სხვა მატჩები

ოთხმატჩიანი მოგებათა სერიის შემდეგ “სოსიედადი” შინ “მალაგას” დაუზავდა. სტუმრები ჩოპის გოლით იგებდნენ, მაგრამ მასპინძლები მათმა საუკეთესო ბომბარდირმა იმანოელ აგირეჩემ იხსნა, რომელმაც ტრავმა მოიშუშა, შეცვლაზე შემოვიდა და უმალ დაეხმარა საკუთარ გუნდს.

ახალი მწვრთნელი ხელში პირველივე მატჩი მოიგო “გრანადამ”, რომელმაც “რიასორზე” “დეპორტივოს” აჯობა.

“ბეტისმა” შინ “რაიო ვალეკანოსთან” ორბურთიანი ფორა ვერ შეინარჩუნა და ქულას დასჯერდა. მასპინძელთაგან დუბლით რუბენ კასტრო გამოირჩა, ხოლო სტუმართაგან მანუჩო.

ძედიზედ მეორე მატჩი მოიგო “ესპანიოლმა”, რომელმაც გასვლაზე უხვგოლიან მატჩში “ხიხონს” სძლია.

“სელტამ” ნოლიტოს გოლით “კოლიზეუმ ალფონსო პერესზე” “ხეტაფე” დაამარცხა, ხოლო “ლას პალმასმა” მიმდინარე სეზონში სტუმრად პირველი მატჩი მოიგო. კანარელებმა “ეიბარს” აჯობეს და ერთადერთი გუნდი, რომელსაც მიმდინარე ლა ლიგაში გასვლაზე არ მოუგია “სევილიაა”.

რეალი – ატლეტიკო 0:1 (0:0)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3): ნავასი, ვარანი, რამოსი, დანილო, კარვახალი, კროოსი, მოდრიჩი, ისკო (ხესე 70), ხამესი (ვაზკესი 57), რონალდუ, ბენზემა (მაიორალი 46).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, გოდინი, ხიმენესი, ხუანფრანი, ლუისი, ა.ფერნანდესი (კრანევიტერი 77), გაბი, კოკე, საული, გრიზმანი, ფ.ტორესი (კორეა 81).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლი: გრიზმანი (53)
გაფრთხილებები: ვაზკესი, კარვახალი, რამოსი – გოდინი, ლუისი, ხიმენესი, კორეა
მსაჯი: კლოს გომესი

ხეტაფე – სელტა 0:1 (0:0)

ხეტაფე, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ველაზკესი, კალა, იოდა, დ.სუარესი (ბუენდია 49), ხ.როდრიგესი (სცეპოვიჩი 74), ლასენი, ვ.როდრიგესი (მ.გომესი 84), სარაბია, ვანდერსონი, ვაზკესი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, ს.გომესი, კაბრალი, მალიო, ხონი, რადოია, პ.ერნანდესი, ბონგონდა (ვასი 75), ასპასი (დიასი 85), ორელიანა, გუიდეტი (ნოლიტო 58).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლი: ნოლიტო (71)
გაფრთხილებები: ველაზკესი, იოდა, ბუენდია – გუიდეტი, პ.ერნანდესი, ასპასი, მალიო
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი

ხიხონი – ესპანიოლი 2:4 (1:1)

ხიხონი, “ელ მოლინონი”

ხიხონი (4-4-2): კუელარი, ვრანჟესი, ლ.ერნანდესი, მერე, ი.ლოპესი, ომარი (კასესი 73), აიტ-ატმანე, ხონათანი, კარმონა (ჰალილოვიჩი 57), კ.კასტრო, სანაბრია (ლორა 88).
მწვრთნელი: აბელარდო ფერნანდესი

ესპანიოლი (4-3-3): პაუ, ა.გონსალესი, ო.დუარტე, ხ.ლოპესი, ვ.ალვარესი, ვ.სანჩესი (როკო 73), დიოპი, აბრაჰამი, ბურგუი (ჰ.პერესი 66), ასენსიო, ხ.მორენო (სევილია 89).
მწვრთნელი: კონსტანტინ გალკა

გოლები: 1:0;2:3 კ.კასტრო (20;62), 1:1 ბურგუი (41), 2:2;2:3 ხ.მორენო (48;58), 2:4 ლ.ერნანდესი (80)
გაფრთხილებები: ომარი, მერე, კ.კასტრო, ი.ლოპესი, სანაბრია – ო.დუარტე
გაძევება: კასესი (83)
მსაჯი: ველასკო კარბალიო

ბეტისი – რაიო ვალეკანო 2:2 (2:0)

სევილია, “ბენიტო ვილამარინი”

ბეტისი (4-4-2): ადანი, ბ.გონსალესი, პაცელა, ვარგასი, მოლინერო (ფ.რუისი 82), სებალიოსი, პეტროსი, მუსონდა, ხოაკინი (სეხუდო 63), მოლინა (დამიაო 56), რ.კასტრო.
მწვრთნელი: ხუან მერინიო

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხ.კარლოსი, ზე კასტრო (კაბალიერო 46), დ.ლორენტე, ტიტო, ქუინი, ტრაშორასი, იტურა, პიტი, ბებე, ემბარბა (ამაია 73), მიკუ (მანუჩო 46).
მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლები: 1:0;2:0 რ.კასტრო (14;28), 2:1;2:2 მანუჩო (48;51)
გაფრთხილებები: სებალიოსი, პეტროსი – ტრაშორასი, დ.ლორენტე, ქუინი
მსაჯი: მატეუ ლაოსი

სოსიედადი – მალაგა 1:1 (0:0)

სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-2-3-1): რული, მ.გონსალესი (გრანერო 74), ი.მარტინესი, ზალდუა, ბერჩიჩი, პარდო, რეიესი, პრიეტო, ველა, ბრუმა (აგირეჩე 74), ოიარზაბალი.
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

მალაგა (4-4-2): კამენი, ველიგტონი, ალბენტოსა, რიკა, როსალესი, რესიო, ფორნალსი, ჰორტა (ფილიპენკო 71), ხუანპი, ჩოპი (დუდა 85), ჩარლესი (სანტა კრუზი 90).
მწვრთნელი: ხავი გრასია

გოლები: 0:1 ჩოპი (56), 1:1 აგირეჩე (81)
გაფრთხილებები: ი.მარტინესი, ბერჩიჩი, რეიესი, რული – რესიო, რიკა, ჩარლესი, ჰორტა, ველიგტონი
მსაჯი: უნდიანო მალენკო

ვილიარეალი – ლევანტე 3:0 (2:0)

ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-4-2): არეოლა, მუსაჩიო (რუისი 46), ბონერა, ბაილი, მარინი, ტრიგეირასი (პინა 70), სორიანო, ლეივა, კასტილიეხო, ადრიანი (ბაკამბუ 73), ბაპტიშტაო.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

ლევანტე (4-3-3): მარინიო, დ.ნავარო, მედჯანი, ტონიო, ლერმა, ვერდუ (კუერო 54), ვერზა, სიმაო, მორალესი (ხუმეტრა 72), როსი (კამარასა 54), დეივერსონი.
მწვრთნელი: რუბი

გოლები: 1:0 ბაპტიშტაო (12), 2:0 კასტილიეხო (30), 3:0 ადრიანი (48)
გაფრთხილებები: დ.ნავარო, ლერმა, ვერზა
გაძევება: დ.ნავარო (56)
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

ვალენსია – ბილბაო 0:3 (0:0)

ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-3-3): ალვეში, სანტოსი, მუსტაფი, გაია, კანსელო, პარეხო, გომეში, პერესი (პიატი 76), ჩერიშევი (ფეგული 70), მინა, ნეგრედო (ალკასერი 58).
მწვრთნელი: გარი ნევილი

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, ეჩიტა, ბალენსიაგა, ბოვედა, ელუსტონდო (სან ხოსე 63), ბენიატი, მუნიაინი (სუსაეტა 83), მ.რიკო, დე მარკოსი (ადურისი 68), მერინიო.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 0;1 მერინიო (73), 0:2 მუნიაინი (77), 0:3 ადურისი (80)
გაფრთხილებები: გომეში, კანსელო
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

დეპორტივო – გრანადა 0:1 (0:1)

ლა კორუნია, “რიასორი”

დეპორტივო (4-3-3): ლუქსი, არიბასი, ფ.ნავარო, ლუისინიო, ხუანფრანი (გუტიერესი 83), მოსკერა, ბერგენტინოსი (რიერა 63), ბორგესი (ხ.როდრიგესი 89), ლ.ალბერტო, ფაჟრი, ლ.პერესი.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

გრანადა (4-4-2): ა.ფერნანდესი, რ.კოშტა, ბაბინი, მ..ლოპეში, ბირაგი, დაკური, კრინი, როჩინა (ბარალი 80), საკსესი (ლომბანი 91), პენარანდა (მენდეში 59), ელ არაბი.
მწვრთნელი: ხოსე მანუელ გონსალესი

გოლი: ელ არაბი (24 პენ.)
გაფრთხილებები: ხუანფრანი, ფ.ნავარო – ე.მენდეში, რ.კოშტა, ა.ფერნანდესი
გაძევება: ლუქსი (94)
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა

ბარსელონა – სევილია 2:1 (1:1)

ბარსელონა, “ნოუ კამპი”

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, მატიე, პიკე, ალბა, ვიდალი (ალვეში 55), ბუსკეტსი, რობერტო (რაკიტიჩი 75), თურანი (ინიესტა 64), მესი, ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, რამი, კოლოძიეჩაკი, კოკე, ტრემულინასი, კრისტოფორო (კონოპლიანკა 63), ნ’ზონზი, იბორა (მუნიოსი 75), კრონ-დელი, ვიტოლო, გამეირო.
მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 0:1 ვიტოლო (20), 1:1 მესი (31), 2:1 პიკე (48)
გაფრთხილებები: ალვეში, რობერტო, პიკე – რამი, კოლოძიეჩაკი
მსაჯი:
ხაიმე ლატრე

თეგებილა ლიგა
0.167641