ფეხბურთი

18:38 | 28.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტიამ ლატვიის ჩემპიონს გაუტანა

ჯაბა ლიპარტიას “ზორიამ” ამხანაგურ მატჩში 4:1 სძლია ლატვიის ჩემპიონ “ლიეპაიას”. ლიპარტიამ მეორე ტაიმში ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ბოლო წუთებზე კი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ქართველმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.

ლიპარტიას გუნდი უკრაინულ პრემიერლიგაში მესამე ადგილზეა და ევროპის ლიგაზე გასასვლელად იბრძოლებს.

ნუკრი რევიშვილისა და მამუკა კობახიძის “მორდოვიამ” მოლდოვის “შერიფთან” ამხანაგურში 0:2 წააგო. რევიშვილიც და კობახიძეც სასტარტოში იყო: მეკარე შეუცვლელად იდგა, კობახიძე კი მეორე ტაიმის შუაში შეცვალეს.

0.113162