ფეხბურთი

15:27 | 28.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილი მწვრთნელს გაუბრაზდა

მიმდინარე სეზონში “ვიტესის” ქართველი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი მშვენივრად თამაშობდა და გუნდის საკვანძო ფიგურაც იყო. ბოლოს მან ორი კვირის წინ “ჰერენვეენს” დუბლი შეუსრულა, თუმცა მას შემდგომ არნემელთა თავკაცი რობ მაასი ჯიუტად ცენტრფორვარდის პოზიციაზე ათამაშებს და ვაკოც ბოლო ორი ტურია მოედანზე ჩაკარგულია. “ვიტესსაც” მის გარეშე უჭირს: ერთი ქულა ხსენებულ ორ თამაშში.

შაბათს, “ვილემ II”-თან (0:1) შევხედრის მიწურულს მაასმა ყაზაიშვილი შეცვალა, რასაც ქართველი ფეხბურთელის გაბრაზება მოჰყვა. ამასობაში კი თავად ჰოლანდიელი სპეციალისტი სიმშივდეს ინარჩუნებს და ამბობს:

მინდოდა ეთამაშა კრეატიულად, სიღმიდანაც და ბურთი ხშირად ჰქონოდა, რადგან, როდესაც ბურთი ფეხში აქვს ხიფათს ქმინს. თუმცა, სამწუხაროდ ასე არ გამოვიდა. მესმის, რომ გულშემატკივარი იმედგაცრუელბულია, მაგრამ მომდევნო თამაშებში ეს მართლაც უკეთესი იქნება.

ყაზაიშვილის ახალ პოზიციაზე კომენტარი FOX SPORT-თან საუბრისას გურამ კაშიამაც გააკეთა, რომელსაც არნემში სიტყვა ეთქმის:

ამის შესახებ ბევრს ვერფაერს ვიტყვი. ეს, ის საკითხია, რომელიც პერსონალურად მწვრთნელის გადასაწყვეტია. უბრალოდ, საწყენია, რომ დავმარცხდით.

მიმდინარე სეზონში 23 ქართველს შემტევ ნახევარმცველს 9 გოლი აქვს გატანალი, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელზე (შარშან სეზონში 11 ბურთი შეაგდო) ორით ნაკლებია.

0.116866