კალათბურთი

17:15 | 28.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის კლუბი საპლეიოფო ზონაში რჩება

ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნამ” ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა ლებ-გოლდში მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა, ქართველი კალათბურთელი კი საკმაოდ აქტიური იყო.

“ლეიმა ბასკეტმა” სტუმრად “პენას უესკას” 78:64 სძლია, ბურჯანაძე კი სასტარტო ხუთეულში იყო და 7 ქულა, 11 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ბექამ 6-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტუმართა რიგებში საუკეთესო ლიტველი ცენტრი გედემინას ზილე იყო, რომელმაც 23 წუთში 22 ქულა ჩააგდო.

“ლეიმა ბასკეტ კორუნამ” 12 მოგებით და 11 მარცხით მე-6 ადგილზე გადაინაცვლა და პლეი-ოფში თამაშის შანსს ინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ ლებ-გოლდის გამარჯვებული ესპანეთის უმაღლეს ლიგაში პირდაპირ აინაცვლებს, მეორე-მეცხრე ადგილებზე გასული გუნდები კი კიდევ ერთი საგზურისთვის პლეი-ოფში ითამაშებენ.

ბურჯანაძის კლუბი მომდევნო მატჩს 4 მარტს, შინ, ერთ-ერთ აუტსაიდერ “პრატთან” ჩაატარებს.

0.108776