ფეხბურთი

22:00 | 28.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი რუნის ნაკრებში არ გაუშვებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა განაცხადა, რომ უეინ რუნი ინგლისის ეროვნულ ნაკრებს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის წინა მოსამზადებელ ამხანაგურ მატჩებში ვერ დაეხმარება.

“სამი ლომის” მწვრთნელს როი ჰოჯსონს დასამშვიდებლად აქვს საქმე, რადგან 30 წლის ფეხბურთელს მუხლზე ოპერაციის ჩატარება არ მოუწევს. ფეხბურთელმა დაზიანება “სანდერლენდთან” მატჩში მიიღო. ოპერაციის შემთხვევაში რუნის ევრო-2016-ზე მონაწილეობა თითქმის გამორიცხული იქნებოდა.

ვან გაალმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუნის სპეციალური სახვევი ადევს და მომდევნო თვეში არა ნაკრებისთვის, არამედ კლუბისთვის იქნება მზადო.

“არა, რუნი ნაკრებისთვის არ იქნება მზად. იგი ჩვენთვის მოემზადება. მას ახლა სპეციალური სახვევი აქვს ფეხზე გაკეთებული და 2.5 კვირამდე მოუწევს მისი ტარება, შემდეგ კი სიტუაციას შევხედავთ. ამის გამო რუნი ახლა ისვენებს და მეტის თქმა ნამდვილად არ შემიძლია.” – ციტირებს Sky Sports-ი ჰოლანდიელის სიტყვებს.

მიმდინარე სეზონში რუნიმ 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11162