მარიამ გაბელაიას და თამარ თასოშვილის აშკარა უპირატესობით წარიმართა თბილისის ჩემპიონატი 12-წლამდე ასაკის გოგონათა შორის.
მათ 7 ტურიდან 6-6 პარტია მოიგეს და ყაიმით მხოლოდ ერთმანეთთან დაასრულეს შეხვედრა. გამარჯვებული მხოლოდ ბუჰგოლცის ცხრილმა გამოავლინა – ზედიზედ მესამედ დედაქალაქის ჩემპიონის ტიტული გაბელაიამ მოიპოვა.
ლიდერებს 2 ქულით ჩამორჩა და 4.5 ქულით მესამე ადგილზე გავიდა მარიამ დოლაკიძე.
ამავე ასაკის ბიჭების ჩემპიონატში ერთპიროვნულად იმარჯვა საბა ლომსაძემ. მან 7-დან 6 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო II-III ადგილებზე გასულ ილია კავკასიძეს და ანდრია ლოლაძეს.