ჭიდაობა

20:25 | 28.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ბერძენ-რომაელების ტრიუმფი ავსტრიაში – 6 ოქრო და გუნდური პირველი

27 თებერვალს ავსტრიის ქალაქ გიოტცში მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციის (UWW) ეგიდით გაიმართა ავსტრიის რიგით მე-6 ღია პირველობა ახალგაზრდებს შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც 14 ქვეყნის ნაკრებმა პირველი შემადგენლობით მიიღო მონაწილეობა.

ტურნირი საქართველოს ნაკრების სრული ტრიუმფით დასრულდა. ზაზა სილაგაძის და მუხრან მაჭუტაძის ხემლძღვანელობით, ჩვენმა ნაკრებმა 8 წონითი კატეგორიაში 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, ხოლო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ტურნირის ჩემპიონები გახდნენ ნუგზარ წურწუმია (50), გიორგი კურტანიძე (66), თემურ ჭკუასელიძე (74), გურამ ხეცურიანი (84), გიორგი მელია (96) და ზვიად პატარიძე (120), ვერცხლის მედალს ლევან ქავჟარაძე (60) დაეუფლა, ბრინჯაო კი დავით ჩხარტიშვილის (55) ანგარიშზეა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 77 ქულით პირველობა არავის დაუთმო, მეორეზე უნგრეთი გავიდა – 53 ქულით, მესამეზე – აშშ 46 ქულით.

www.wrestling.ge

0.16925