ფეხბურთი

12:29 | 28.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბლატერს ინფანტინოს წარმატებაში ეჭვი არ ეპარება

ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ახალ პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს წარმატებები უსურვა. შვეიცარიელმა თანამემამულეს რჩევები მისცა და აღნიშნა, ფიფაში ჯანის ცოტა ხალხი ეყოლება და ფრთხილად უნდა იყოს.

ბლატერმა იტალიური ფესვების მქონე ფიფას პრეზიდენტს ჟურნალის Du Dimanche-ს მეშვეობით მიმართა.

“შენ მოიგე და ბედნიერი ვარ. ჯანი კარგი ადამიანი, ახალგაზრდა და ჩემი თანამემამულე ხარ. გილოცავ და ალბათ უკვე იცი, რომ ეს საქმე იოლი არ იქნება. ჩვენ შენგან გაოცებას ველოდებით. თუ მოგესურვება ჩემი შეხედულებები გაგანდო და რჩევა მოგცე, არ მოგერიდოს. სიმშივიდე შეინარჩუნე. გახსოვდეს ცოტა მეგობარი გეყოლება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ლამაზ-ლამაზ სიტყვებს გეტყვის. შენ არჩეული პრეზიდენტი ხარ და ეს არასდროს დაგავიწყდეს. წარმატებები, ჩემო მეგობარო ჯანი. შენს წარმატებაში ეჭვი არ მეპარება.” – განაცხადა ზეპმა.

ბლატერი ფიფას 1998-დან 2015 წლამდე ხელმძღვანელობდა. 2015 წელს შვეიცარიელი ფიფას პრეზიდენტად მეხუთედ აირჩიე, რამდენიმე დღეში კი თანამდებობიდან გადადგა. საბოლოოდ, ორგანიზაციის ეთიკის კომიტეტმა ბლატერი მიშელ პლატინისთვის უკანონო 2 მილიონი ფრანკის გადარიცხვაში ამხილა და ორივე მოხელე ფეხბურთიდან რამდენიმე წლით მოკვეთა.

0.124655