ბუნდესლიგის XXIII ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა მიუნხენის “ბაიერნმა”, რომელმაც გასვლაზე ამბიციურ “ვოლფსბურგს” აჯობა. აღსანიშნავია, რომ “ბაიერნს” დღეს დაბადების დღე ჰქონდა და შესაბამისად იუბილეზე საკუთარ თავს ჩინებული საჩუქარი გაუკეთა. გერმანული გრანდი ზუსტად 116 წლის წინ დაარსდა.
პეპ გვარდიოლას გუნდს გერმანიაში კონკურენტი რომ არ ჰყავს, აქამდეც ცნობილი იყო და “ვოლკსვაგენ არენაზე” კიდევ ერთხელ დამტკიცდა. მართალია, მიუნხენელებს გოლების გატანა მეტოქის კარში დაუგვიანდათ, მაგრამ სათამაშო უპირატესობა მთელი თამაში ხელთ ეპყრათ და ბოლოსკენ შედეგიც მიიღეს. უგოლო პირველი ტაიმის მერე “ბაიერნმა” მეორე ნახევარში ტემპი გაზარდა და 66-ე წუთზე გაიტანა კიდეც. შეცვლაზე შესულ ფრანკ რიბერის აქტიურობის შედეგად კარში რობერტ ლევანდპვკი ურტყამდა, მაგრამ მცველები ბურთს გადაეღობნენ, მაგრამ ამაოდ: კინგსლი კომანმა ერთი შეხებით დაარტყა და გაიტანა კიდეც. ცოტა ხანში მოვლენების ეპიცენტრში ისევ რიბერი და კომანი მოექცნენ – “იუვეს” ექსნახევარმცველის ჩაწოდებულზე რიბერიმ ითამაშა, ხოლო შეტევა პოლონელმა ლევანდოვსკიმ დააგვირგვინა – 0:2.
როგორც იქნა მოიგო “ჰანოვერმა”. თომას შააფის ბიჭებს გასული წლის 28 ნომებრის მერე არ მოეგო და ასე ნანატრი სამი ქულა “შტუტგარტთან” გასვლაზე მოიპოვა. შეხვედრის გმირი სტუმართა ვეტერანი ნახევარმცველი კრისტიან შულცი გახდა, ვინაც დუბლი გაიფორმა. “ჰანოვერმა” რვამატჩიანი წაგეგების სერია შეწყვიტა, მიუხედავად ამისა, ბოლო ადგილს თავი ვერ დააღწია.
დღის კიდევ ორი მატჩი ფრედ დასრულდა: “ჰამბურგი” შინ “ინგოლშტადტდს” დაუზავდა, ხოლო “ვერდერი” დებიუტანტ “დარმშადტს” დაუზავდა – 2:2. “ბრემენელი მუსიკოსები” მარცხსიგან 89-ე წუთზე ვეტერანმა პერუელმა ფორვარდმა კლაუდიო პიზარომ იხსნა.
“ჰამბურგი” – “ინგოლშტადტი” 1:1 (1:0) (მიმოხილვა)
ჰამბურგი, “ვოლკპარკშტადიონი”
მაყურებელი: 50 675
“ჰამბურგი” (4-2-3-1): ადლერი; საკაი, ჯურუ, სპაჰიჩი, ოსტრზელოკი; ჰოლტბი, იუნგი; მიულერი (ილიჩევიჩი 46), ჰანტი (კაჩარი 73), დრმიჩი; რუდნევსი (ლასოგა 79)
მწვრთნელი: ლაბადია
“ინგოლშტადტი” (4-3-3): ნაილანდი; და კოსტა, მატიპი, ჰუბნერი, ბაუერი; გროსი, როგერი, კოენი; ჰინტერსეერი (ბრეგერიე 90), ლეზჩანო (ჰარტმანი 87), ლეჩკიე
მწვრთნელი: ჰასენჰუტლი
გოლები: 1:0 დრმიჩი (7), 1:1 ჰინტერსეერი (61)
გაფრთხილება: მიულერი (11), სპაჰიჩი (15), საკაი (85) – ჰინტერსეერი (37), ჰუბნერი (45), ლეზჩანო (47), კოენი (67), ბაუერი (85)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 12 (3) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: ფრიტცი
“შტუტგარტი” – “ჰანოვერი” 1:2 (1:1) (მიმოხილვა)
შტუტგარტი, “მერსედესბენც არენა”
მაყურებელი: 54 356
“შტუტგარტი” (4-1-4-1): ტიტონი; გროსკროიცი, შვააბი, ნიედერმაიერი, ინსუა; სერეი დიე (ჰარნიკი 75); რუპი, მაქსიმი, გენტნერი, კოსტიჩი; ვერნერი (კრავეცი 76)
მწვრთნელი: კრამნი
“ჰანოვერი” (4-2-3-1): ცილერი; საკაი, სანე, შულცი, სორგი; იამაგუჩი, ჰოფმანი; ფოსუმი (სობიეხი 88), კიოტაკე (ანტონი 90), ვოლფი (კლაუსი 75); კარამანი
მწვრთნელი: შააფი
გოლები: 1:0 ვერნერი (18), 1:1 შულცი (32), 1:2 შულცი (83)
გაფრთხილება: ნიედერმაიერი (54) – ჰოფმანი (56), იამაგუჩი (65), სორგი (72)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (10) – 12 (8) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 17:1 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: სტეგერმანი
“ვერდერი” – “დარმშტადტი” 2:2 (1:1) (მიმოხილვა)
ბრემენი, “ვეზერშტადიონი”
მაყურებელი: 40 396
“ვერდერი” (4-3-1-2): ვიედვალდი; გებრე სელასიე, ვესტერგაარდი, ჯილობოჯი, გარსია; იატაბარე (კლეინიესტერი 58), გრილიტში, ბარტლესი; იუნუზოვიჩი; უჯა, პიზარო
მწვრთნელი: სკრიპნიკი
“დარმშტადტი” (4-2-3-1): მატეინია; იუნგვიტი, სულუ, რაიკოვიჩი, კალდიროლა; ნიემეიერი, გონდორფი; ჰელერი (პლატე 90), როზენტალი (სტროჰ-ენგელი 90), რაუში (კემპე 46); ვაგნერი
მწვრთნელი: შუსტერი
გოლები: 1:0 უჯა (33), 1:1 ვაგნერი (44), 1:2 სულუ (82), 2:2 პიზარო (89)
გაფრთხილება: ვიედვალდი (43), იატაბანე (45), გარსია (47) – რაიკოვიჩი (36), სულუ (57), ნიემეიერი (71)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (7) – 8 (3) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 2:0
მსაჯი: ჰარტმანი
“ვოლფსბურგი” – “ბაიერნი” 0:2 (0:0) (მიმოხილვა)
ვოლფსბურგი, “ვოლკსვაგენ არენა”
მაყურებელი: 35 000
“ვოლფსბურგი” (4-1-4-1): კასტეელსი; ტრაში (შურლე 72), ნალდო (კნოხე 76), დანტე, როდრიგესი; ლუის გუსტავო; ვიეირინია, დრაქსლერი, არნოლდი, შეფერი (აზაუი 84); კრუსე
მწვრთნელი: ჰეკინგი
“ბაიერნი” (4-1-4-1): ნოიერი; ლამი, კიმიჩი, ალაბა, ბერნატი; ალონსო; რობენი (რიბერი 56), მიულერი, დუგლას კოშტა (ალკანტარა 50), კომანი (როდე 88); ლევანდოვსკი
მწვრთნელი: გვარდიოლა
გოლები: 0:1 კომანი (66), 0:2 ლევანდოვსკი (74)
გაფრთხილება: ბერნატი (78)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (8) – 14 (4) ბურთის ფლობა: 36%-64% კუთხურები: 1:7 თამაშგარე: 2:5
მსაჯი: გრაფე