ფეხბურთი

21:33 | 27.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლორია და კვირკველია დაზავდნენ

თურქეთის სუპერლიგაში მორიგი თამაში წააგო თორნიკე ოქრიაშვილის “ეშქისეჰირსფორმა”, რომელსაც მისსავე მოედანზე “ბურსასფორმა” (1:0) აჯობა. მასპინძლეთა შორის ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი ნახევარმცველი, თუმცა მეორე ტაიმში მოედანზე აღარ გამოჩენილა. “ეშქისეჰირსფორი” სუპერლიგაში 23 ტურის შემდეგ 17 ქულით ბოლო ადგილზეა.

ესპანეთში ჯერ კიდევ შეკრებაზე მყოფმა ყაზანის “რუბინმა” სამარის “კრილია სოვეტოვთან” ფრედ, 0:0 ითამაშა. “რუბინის” რიგებში 90 წუთი ითამაშა სოლომონ კვირკველიამ, ხოლო “კრილიას” კარს 43-ე წუთამდე გიორგი ლორია იცავდა, თუმცა მერე ფეხი იტკინა და შეცვალეს.

ლატვიაში გადის სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას ნუკრი რევიშვილის სარანსკის “მორდოვია”, რომელმაც ადგილობბრივ “ელგავას” 3:2 მოუგო. რუსული გუნდის შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი ნუკრი რევიშვილი არ გამოჩენილა.

0.114376