ფეხბურთი

21:17 | 27.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლორია დაშავდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია სამარის “კრილია სოვეტოვში” სპარინგ მატჩში დაშავდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია 28 წლის კიპერის ტრავმა, მაგრამ ფაქტია, რომ ყაზანის “რუბინთან” ამხანაგური შეხვედრის ჩამთავრება ვერ შეძლო და მოედნიდან თანაგუნდელთა დახმარების ხარჯზე გავიდა.

მოგეხსენებათ, ლორია “კრილიაში” მიმდინარე სეზონის წინ გადავიდა და გვიან შემოდგომაზე გუნდის ძირითადი მეკარეც გახდა. სამარელები შეკრებას ესპანეთში გადიან, სადაც სეზონის მეორე ნახევრისთვის ემზადებიან, რომელიც რუსეთში დამდეგ უიქ-ენდზე განახდლება.

0.118421