კალათბურთი

17:25 | 27.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

აუტსაიდერებმა თავი გამოიდეს

მიმდინარე ჩემპიონატის მესამე წრის მეხუთე ტურის მორიგ შეხვედრაში ერთმანეთს ლიდერთა შორიახლოს მყოფი "მგზავრები-არმია" და ერთ-ერთი აუტსაიდერი "რუსთავი" დაუპირისპირდნენ. ფავორიტად რა თქმა უნდა "მგზავრები-არმია" ითვლებოდა. პროგნოზის საპირისპიროდ შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწო. ქვემოქართლელთა გარჯამ შედეგი გამოიღო და პირველი მეოთხედის შემდეგ 10 ქულით 22:12 დაწინაურდნენ. მეორე მეოთხედში "მგზავრები-არმიამ" თამაშს მოუმატა და ანგარიშში სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა 28:31. მესამე მეოთხედიდან უპირატესობას ისევ "რუსთავი" დაეუფლა. დროის ეს მონაკვეთი ქვემოქართლელებმა დიდი ანგარიშით 25:9 მოიგეს და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა. საბოლოოდ, "რუსთავმა" 84:63 შეძლო მეტოქის დამარცხება და უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 19-19 ქულა "რუსთავის" უკანახაზელმა რევაზ ჩაჩანიძემ და "მგზავრები-არმიას" ამერიკელმა ლეგიონერმა, უკანახაზელმა კენდელ ვილიამსმა დააგროვეს. აღსანიშნავია, რომ ჩაჩანიძემ 6 მცდელობიდან 5 სამქულიანი გამოიყენა. 16 ქულით და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი ჩაჩანიძის თანაგუნდემა, ამერილკელმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა კაელ ტურპინმა შეასრულა.

დღევანდელ ტურში აუტსაიდერებმა თავი გამოიდეს. შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრამდე გამოკვეთილმა აუტსადერმა "აკადემიამ" მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი "ბათუმი" დაამარცხა.

"მგზავრები-არმია" - "რუსთავი" 63:84 (12:22, 16:9, 9:25, 26:28)

ამჟამად მიმდინარეობს "სოხუმი" - "დინამოს" შეხვედრა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094346