კალათბურთი

13:31 | 27.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

აკადემია ლიდერთა რისხვაა

ახალ სპორტის სასახლეში დაგეგმილი სუპერლიგის დღევანდელი შეხვედრები გამოკვეთილ აუტაიდერ "აკადემიასა" და ერთ-ერთი ლიდერის "ბათუმის" შეხვედრით გაიხსნა. რაღათქმაუნდა ფავორიტად ზღვისპირელები ითვლებოდნენ და შეხვედრაც დავით უსტიაშვილის შეგირდების უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც მასპინძლებს პირველი მეოთხედი 9 ქულის სხვაობით 22:13 მოუგეს. მეორე მეოთხედში "აკადემია" უკეთ ათამაშდა და პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიშში სხვაობა 1 ქულამდე დაიყვანა. მესამე მეოთხედში იყო მომენტი, როდესაც სტუმრები 10 ქულითაც კი დაწინაურდნენ 52:42. "აკადემიას" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდი ფსიქოლოგიურად არ დაეცა და ბრძოლა განაგრძო, რამაც შედეგი გამოიღო. მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა. "აკადემიამ" 77:74 შეძლო ერთ-ერთი ლიდერის დამარცხება და მიმდინარე ჩემპიონატში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

ამ გამარჯვების მიუხედავად "აკადემია" მაინც აუტსაიდერად რჩება და ბოლოს წინა, მეშვიდე ადგილზე მყოფ "რუსთავს" სამი ქულით ჩამოჩება. დღეს თუ "რუსთავმა" შეძლო "მგზავრები-არმიას" დამარცხება, მაშინ სხვაობა კვლავ 4 ქულა იქნება.

"აკადემიას" გამარჯვებაში ლომის წვლილი გუნდის უკანახაზელებმა კოკა ტომარაძემ და ჩარლზ ედვარდ სთროუმბრიჯმა შეიტანეს, რომლებმაც 20-20 ქულა დააგროვეს და გუნდს დაგროვილი ქულების 50%-ზე მეტი შესძინეს. სთროუმბრიჯს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დაკლდა. სტუმართა შორის ასევე 20 ქულის ავტორი გახდა ცენტრალური თავდამსხმელი აკაკი დვალიშვილი, რომელმაც დაგროვილ ქულებს 10 მოხსნა შემატა და ორმაგი დუბლი შეასრულა.

შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე 25-ე ეროვნული ჩემპიონატის აუტსაიდერი "აკადემია" ამ ჩემპიონატში ლიდერთა რისხვად გვევლინება, რომელმაც "ბათუმს" 3-დან 2 შეხვედრა მოუგო, ხოლო "ქუთაისი 2010" საკუთარ მოედანზე დაამარცხა. მეოთხე გამარჯვება კი მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდ "რუსთავთან" მოიპოჯვა.

"აკადემია" - "ბათუმი" 77:74 (13:22, 25:17, 19:23, 10:22)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173362