რაგბი

11:05 | 27.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ ოკონორი სიკვდილისგან იხსნა

ფრანგული გამოცემების ცნობით, „ტულონის“ ავსტრალიელმა უკანახაზელმა ჯეიმს ოკონორმა გულის შეტევა მიიღო.

წყაროს ცნობით, შემთხვევა კლუბის ავტობუსში მოხდა და 25 წლის ავსტრალიელს, რომლის ანგარიშზეც 44 სანაკრებო კეპია (223 ქულა) პირველადი დახმარება ქართველმა თანაგუნდელმა, მამუკა გორგოძემ აღმოუჩინა. ოკონორი საავამყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სხვა ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

წყარო - www.worldrugby.ge

0.145298