ფეხბურთი

22:29 | 26.02.2016 | ნანახია 2333 - ჯერ

რეშფორდი კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

“მანჩესტერ იუნაიტედის” 18 წლის თავდამსხმელი მარკუს რეშფორდი გულშემატკივრებმა ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ინგლისელმა ხმების 51% მიიღო. მეორე ადგილზე სოფიან ფეგული (“ვალენსია”, 20%) გავიდა, მესამეზე – კოუტინიო (“ლივერპული”, 15%), ხოლო მეოთხეზე ქარიმ ბელარაბი (“ლევერკუზენი”, 14).

რეშფორდს “მანჩესტერის” მთავარ გუნდში დებიუტი ჰქონდა. “მიდტიულანდთან” მოგებულ (5:1) მატჩში ფეხბურთელმა კარში სამჯერ დაარტყა და ორი გოლი გაიტანა. ამავდროულად ინგლისელის აკურატულობა 84%-ით შეფასდა.

მარკუსი “წითელი ეშმაკების” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა. ინგლისელმა ჯორჯ ბესტის შედეგი გააუმჯობესა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:32 | 28.02.2016
bagaturia (342)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

09:43 | 27.02.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

ფეგული მეორეზე გავიდა და იმ ჩემისებმა სიმბოლურშიც არ შეიყვანეს

12:16 | 27.02.2016
deqstera_best_7 (1964)

დეპაი რო არშეიყვანეს კიდე, არადა საუკეთესო იყო ტიპი ყველაფერი გამოსდიოდა...

00:12 | 27.02.2016
italiaN1 (9)

დიდი მიხწევაა

23:28 | 26.02.2016
FCBSOCI (358)

მეც გავიტანდი მაგ გოლებს

0.113632